ლევან კობიაშვილს ბუნდესლიგაში აღზევებასა და რეკორდამდე ბევრი აღარ უკლია

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბერლინის "ჰერტამ" ბრაუნშვაიგის "აინტრახტს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. ლევან კობიაშვილმა დედაქალაქელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ ვეტერანმა ქართველმა "ჰერტას" ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიბრუნა და იმედია, მომავალ სეზონში პირველი ბუნდესლიგის რეკორდსაც მოხსნის.

შეგახსენებთ, კობიაშვილს აქვს იმის რეალური შანსი, რომ პირველ ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლეგიონერთა შორის ლიდერი გახდეს.

"ჰერტას" პირველ ბუნდესლიგამდე თითქმის აღარაფერი აშორებს - 62 ქულა აქვს და სრულიად შესაძლებელია, ელიტაში დაბრუნება შემდეგ ტურშივე გაინაღდოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან
კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ რა არის საჭირო ლევანმა საქართველოს ნაკრებში თამაში რომ დაიმსახუროს????????????????
guja_kakhadze
13:13 09-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული