კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტამ", რომელმაც უკვე გაინაღდა პირველი ბუნდესლიგის საგზური, გასულ ტურში ლევან კობიაშვილის საგოლე გადაცემით მოიგო.

"ზანკტ პაულისთან" გასვლით შეხვედრაში დედაქალაქელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

მატჩის ბოლო წუთზე, კობის დახმარებით, გამარჯვების გოლი სანდრო ვაგნერმა გაიტანა. კობიაშვილმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.

* * *
თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩევეცს" ქულა მოუტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა ოდესის "ჩერნომორეცთან" გასვლითი მატჩის 79-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა, რომელიც, სხვათა შორის, თავადვე მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ჰოლანდიის ერედივიზიეში მორიგი სამი ქულა მოიპოვა არნემის "ვიტესმა".

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონატის
დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეოთხე ადგილზეა, თუმცა ჯერ არ დაუკარგავს მეორე საფეხურისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი.

* * *
რუსეთის პრემიერლიგაში ქართველების უმრავლესობა ვერაფრით გამოირჩევა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ თამაშის საშუალება არ ეძლევათ. თუმცა არის რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისი, რომელთა რიცხვსაც საბა კვერკველია შეემატა.

ახალგაზრდა ქართველი მცველი ზედიზედ მეორე ტურია, შეუცვლელად თამაშობს ყაზანის "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში.

* * *
აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი გიორგი მაკარიძის ბოლოდროინდელ ამბებსაც.

მართალია, მისი "ლე მანი" მეტად არასახარბიელოდ ასპარეზობს, სამაგიეროდ, ქართველმა მეკარემ მყარად დაიბრუნა ადგილი ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში.

* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის "ინტერმა" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ნეფთჩისთან" უპრინციპულესი მატჩი დათმო და არა მხოლოდ ჩემპიონობის შანსი გაუშვა ხელიდან, არამედ მეორე ადგილიც სათუო გაიხადა - "ინტერი" "ნეფთჩის" 7, ხოლო "ყარაბახს" 4 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩევეცი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინელ ქალ-მსაჯს, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, აკოცა
ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ლუდის შხაპით აღნიშნა
გურამ კაშია "ვიტესისგან" დაიღალა: "ჟორდანიასთან ჯერ არ მილაპარაკია"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბა კვირკველიაზე ვამბობ :D
U-21
11:42 29-04-2013
0
ჩივაძე არ გამოიძახო ეს კაცი ნაკრებში! რათ გინდა დინამოს დუბლები ჯობია :D ვაი საცოდავო ქართულო ფეხბურთო! ისე გეთანხმები ესაა შენი ფულის კეთების ბოლო შანსი და ხო უნდა გამოიყენო
U-21
11:41 29-04-2013
0

სიახლეები პოპულარული