თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინელ ქალ-მსაჯს, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, აკოცა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი უკრაინული მასმედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად არასაფეხბურთო კუთხით მოხვდა.

საქმე ისაა, რომ ქართველმა შემტევმა უკრაინელები თავისი ჯენტლმენური საქციელით გააკვირვა.

რა და როგორ იყო, ამას უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" გვიამბობს.

ქართული კოცნა რაჩინსკაიასთვის
კავკასიელები, როგორც ცნობილია, გულღია ხალხია. უკრაინის ქალაქების ბაზრებში ვის არ გვინახავს ყვავილებით, მანდარინითა თუ ხურმით მოვაჭრეები, რომლებიც კლიენტებს გაბადრული სახით მიმართავენ: აქეთ მობრძანდი, ძვირფასო!

შეუძლებელია, არაფერი გსმენოდეს გალანტური ჯენტლმენის, ქართველი ვალიკო მიზანდარის შესახებაც, რომელსაც დაუვიწყარ ფილმ "მიმინოში" ვახტანგ კიკაბიძე განასახიერებს.

და აი, ახლა
თავისი ეროვნულობისთვის დამახასიათებელი ვაჟკაცური ღირსებების წარმოჩენა "ილიჩევეცის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა მოინდომა.

მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელები მსაჯთა ბრიგადას ხელს ართმევდნენ, არბიტრის ასისტენტ ნატალია რაჩინსკაიასთან მიახლოებისას ოქრიაშვილი სხვაგვარად მოიქცა - ტრადიციული ჟესტის ნაცვლად, მან ქალს ხელზე აკოცა.

კიეველი მანდილოსანი ქართველისგან აშკარად არ ელოდა ასეთ ჯენტლმენურ ჟესტს და წამიერად დაიბნა, მაგრამ შემდეგ ქალურმა საწყისმა თავისი ქნა და ნატალიამაც გაიღიმა.

მსაჯებს პრესასთან ურთიერთობა ეკრძალებათ და სამწუხაროდ, რას ფიქრობს რაჩინსკაია "ილიჩევეცის" ფეხბურთელის ამ ჯენტლმენურ ნაბიჯზე, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

* * *
ამ ცნობილ უკრაინულ გამოცემას რატომ გამორჩა, ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ კი გავიხსენებთ, რომ თორნიკე პირველი მამაკაცი არაა, ვინც რაჩინსკაიას საფეხბურთო მოედანზე ჯენტლმენურად მოეპყრა - დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ამ ქალბატონს თავის დროზე სულაც ვარდების თაიგული მიართვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქრი მიდი გაჟ..... ძალიან ბებრიც არ ჩანს.
0
ქალს ეგრე უნდა მიესალმო თუ ხარ კაცი-)))
Dato
07:25 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული