"კრასნოდარის" ოფიციალური საიტის მიხედვით, 26 წლის ქართველი კარიერას სხვაგან გააგრძელებს.
რევიშვილს "კრასნოდართან" 2015 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება.
2011 წლიდან, როცა რევიშვილი "ანჟიდან" გადავიდა "კრასნოდარში", ჩვენებურმა მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"კრასნოდარი მადლობას უხდის ნუკრი რევიშვილს შრომისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს", - ვკითხულობთ რუსული კლუბის საიტზე.
ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარს", დიდი ალბათობით, დატოვებს