ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარს", დიდი ალბათობით, დატოვებს

AutoSharing Option
"კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა რუსულ გამოცემა "რ-სპორტთან" რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლა შეაჯამა და გაამხილა, რომ შესაძლოა, კლუბი ნუკრი რევიშვილს დაემშვიდობოს.

"კლუბი ვლადისლავ იგნატიევმა დატოვა. შესაძლოა, მალე კიდევ რამდენიმე მოთამაშეს შეველიოთ, მათ შორის, მეკარე ნუკრი რევიშვილსაც", - თქვა მუსლინმა.

ნუკრიმ სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მალე მუსლინმა მისი კონკურენტი ანდრეი სინიცინი დააწინაურა და ქართველი სათადარიგოებში გადაიყვანა.

მაშინ იყო ლაპარაკი, რომ ნუკრი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" წავიდოდა, მაგრამ იგი მაინც "კრასნოდარში" დარჩა.

რევიშვილს მომავალ სეზონში უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან გაისად რუსეთში ლეგიონერებზე მკაცრი
ლიმიტი ამოქმედდება. ცნობილი ფაქტია: ლეგიონერებად რომ არ ჩათვლილიყვნენ, არაერთმა უცხოელმა (მათ შორის, ქართველებმაც) რუსული პასპორტი აიღო. არადა, უმრავლესობა თავისი ქვეყნის ნაკრების წევრია.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, 2013-14 წლების სეზონიდან ლიმიტი ყველა ასეთ მოთამაშეს შეეხება.

ასე და ამგვარად, რეალური მდგომარეობით, პრემიერლიგაში 18 უცხოელი მოთამაშე დაფიქსირდება. თითოეული მათგანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს წარმოადგენს. ნუკრი რევიშვილის გარდა, მათ შორის კიდევ ორი ქართველია - სამარის "კრილია სოვეტოვის" ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მარცხენა მცველი გია გრიგალავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ფაქტია, ნუკრი რევიშვილს კარიერაში მძიმე დროება უდგას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული