15 ივლისს გამართულ შეხვედრაში "როსტოვმა" გამარჯვება მატჩის მიწურულს, არტიომ ძიუბას დუბლის წყალობით იზეიმა. ძიუბამ ჯერ პენალტით გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ თავით შეაგდო.
"კმაყოფილი? თქვენ როგორ ფიქრობთ? არტიომმა გაიტანა, ახლა კი ჩემი ჯერია", - აქვეყნებს ჯანოს სიტყვებს "სპორტ ექსპრესი".
იხილეთ ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში ჯანო მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს მიოდრაგ
"ჯანო შეცვლაზე შემოვიდა და წარმოაჩინა თავისი მაღალი კლასი, რის შესახებაც აქამდეც ვიცოდით. საგოლე გადაცემა მან გააკეთა. საერთოდაც, ჩვენი მეორე გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენი მისი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ის და სხვა ახალწვეულებიც სულ უფრო შეეწყობიან გუნდს".
თამაშის შემდეგ ჯანო ახსენა თავად დუბლის ავტორმაც. მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" ანანიძესთან ერთად გადმოსულმა ფეხბურთელმა ჩვენებურს გარჯა დაუფასა:
"რას წარმოვიდგენდი, დუბლს თუ შევასრულებდი. ეგ კი არა, თამაშის წინ ისე ვღელავდი, ჯანოს ვკითხე - შენ არ ნერვიულობ-მეთქი? არაო, - მითხრა. არადა, მე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მოედანზე პირველად გავდიოდი.
ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჩვენი გუნდის მცველებს, მეკარეს, საყრდენებს მიუძღვით. თითოეულმა 100% გაიღო. აი, ჯანომ კი ბურთი სულაც თავზე ისე დამასვა, ფერეირა ("ტერეკის" მცველი) გაშტერდა - ვერ მიხვდა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი - გეგონებოდათ, ხელით გადმოაგდო..."
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძის საგოლე პასმა რუსეთში "როსტოვი" გაალიდერა [VIDEO]