ბუკა ცინცაძე "დაუგავაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
24 წლის მცველი ბუკა ცინცაძე დაუგავპილსის "დაუგავაში" დაბრუნდა და წლის ბოლომდე იქ ითამაშებს.

ცინცაძე შარშან ლატვიის ჩემპიონი გახდა და ამ გუნდის შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობდა.

ლატვიაში სეზონის დასრულების შემდეგ ცინცაძე თავისუფალი აგენტი შეიქნა და ბალტიისპირეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ცინცაძე ქუთაისის "ტოპრედოში" მიიწვიეს, წინა სეზონის დასრულების შემდეგ კი "ტორპედოში" მომხდარი ცვლილებების შედეგად ცინცაძისა და ქუთაისური კლუბის გზები გაიყარა.

დაუგავპილსის "დაუგავაში" ცინცაძის გარდა კიდევ ორი ქართველია: 24 წლის მცველი გიორგი ჩიხრაძე და 27 წლის თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული