ფიფამ ჭანტურიას რუსეთში მიღებული 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზის "ალანაიაში" იჯარით ყოფნის დროს ჭანტურიამ მოსკოვის "დონამოსთან" შეხვედრაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ჩხუბის გამო მოედანზე წითელი ბარათი მიიღო და გარდა ამისა 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გიორგიმ ერთი შეხვედრა რუსეთში გამოტოვა, ხოლო ჰოლანდიის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ "ვიტესის" შემადგნელობაში ოფიციალურ მატჩებში თამაშობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფიფას გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ ჰქონდა.
ცნობას goal.com-ის ჰოლანდიური გამოცემა ავრცელებს.
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: მერაბ
გიორგი ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ გადაყვა
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]