ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლვოვის "კარპატიმ" ბუბა დაუშვილი განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი კარიერას ლვოვის "კარპატიში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოს კლუბმა გამოაცხადა, რომ გუნდის 19 ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული. მათ რიცხვში იყო დაუშვილიც.

მიუხედავად ამისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში კარპატელებმა ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა ვერ მოახერხეს და ამიტომ 3 სექტემბერს უკრაინულმა კლუბმა დაუშვილი გუნდის განაცხადში შეიყვანა.

გასულ სეზონში დაუშვილმა "კარპატის" მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 ყვითელი და სამი წითელი ბარათი მიიღო.

წყარო: fpl.ua