კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "აპოელი" 2:3 დამარცხდა "აპოლონთან" და ოქროს მედლების მოპოვების შანსი დაკარგა - ჩემპიონი "არისი" გახდა.
"აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. მან ამ სეზონში ჩემპიონატის 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. გიორგიმ და ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშეს, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგო იყო.
"აპოელი" ვერცხლის მედლებს დასჯერდა და 27 მაისს, ბოლო ტურში, ჩემპიონ "არისს" უმასპინძლებს.