ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში "აპოელმა" საკუთარ მოედანზე" "აპოლონი" 3:1 დაამარცხა, მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კი გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო.

"აპოელმა" პირველი ტაიმი 0:1 დათმო, 50-ე წუთზე ქვილითაიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 56-ე წუთზე კი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. goal.philenews-ის ცნობით, გიორგიმ ზურგის ტრავმა მიიღო.

მან ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გიტანა (2 თასზე), კარგ ფორმაშია და იმედია მალე დაუბრუნდება მოედანს.

დარჩენილ დროში "აპოელმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა, 49 ქულით მეორე ადგილზეა და 11 თებერვალს სტუმრად "ენოსისს" შეხვდება.

"აპოელის"
განაცხადში იყვნენ ლაშა დვალი და ბუბა დაუშვილი, თუმცა მათ არ უთამაშიათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სწრაფი გამოჯანმრთელება გიორგის!მშვენიერი ფორმა აკრიფა და ძალიან საწყენი იქნება,თუ ისევ დაკარგავს.
სოსო
12:22 04-02-2023
0
მოკლეთ რა!
ძველმა ზურგის ტრავმამ შეახსენა თავი. ასე წერია პირველი არხის ვებ-გვერდზე...
ლაშა
12:15 04-02-2023
0

სიახლეები პოპულარული