რატომ არ ჩამოვიდა ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციის თანახმად, გავიგეთ, რომ ტრავმის გამო თემურ ქეცბაიას ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ამისულაშვილი დააკლდა.

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ"კრილია სოვეტოვის" 31 წლის მცველი ეროვნული გუნდის დაცვის ბურჯია. ასე რომ, მისი გამოკლება მსოფლიოს ჩემპიონთან საგარეო მატჩში შეიძლება ძალიან ცუდადაც დაუმთავრდეს ნაკრებს.

5 ოქტომბერს ამისულაშვილმა "კრილიასა" და "ლოკომოტივის" მატჩში მიიღო მონაწილეობა, 90 წუთი ითამაშა და შემდეგ "სპორტ ბოქსმა" სიმბოლური ნაკრების კანდიდატთა შორისაც დაასახელა.

ამისულაშვილის ტრავმის შესახებ კი მხოლოდ ფედერაციისგან გავიგეთ, სხვა არანაირი წყარო ამაზე არაფერს იტყობინება.

ახლახან "მანჩესტერ
სიტის" ბელგიელმა მცველმა ვენსან კომპანიმ ტრავმა მიიღო, რომელიც ლამის მთელმა მსოფლიომ ნახა.

ის, რომ კომპანი ბელგიის ნაკრებს ვეღარ დაეხმარება, ფაქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, "სიტის" ფეხბურთელი ბელგიის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება, ნაკრების ექიმს გაესინჯება და მერე დაბრუნდება უკან, ინგლისში.

იქნებ ეს მიღებული პრაქტიკა დავამკვიდროთ (თუ აღვადგინოთ), თორემ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ფედერაციის მესვეურები და ფეხბურთელები ასეთ საკითხებს სატელეფონო საუბრებით აგვარებენ და არ ივარგებს ასე.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე ამისულაშვილი კარგი ფეხბურთელია. ის ერთხელაც არავის შეუმჩნევია, რომ ნაკრებში თამაშისას "ფეხებს უფრთხილდებოდა".

სანამ ყოველი წარუმატებელი საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ ემოციებისგან დავიცლებით, იქნებ ასეთ "დეტალებს" მიექცეს ყურადღება?

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა
ალეკო ამისულაშვილის კაპიტნის მესამე სამკლავური
ალექსანდრე ამისულაშვილი: გოლი იყოს და ვინ გაიტანს, რა მნიშვნელობა აქვს?! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტლაც ცველ კარგ ბეგბურტელს მაგონებს
გია
10:46 09-10-2013
0
სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი ხარ ნიკოლოზ ნეფარიძე!
Aleqsandre
22:11 08-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული