ნიკა ყიფიანმა და გიორგი მელქაძემ საქართველოს ნაკრებზე უარი თქვეს, დროებით...

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასულ რუსეთის ნაკრებში ორმა ქართველმა - ნიკა ყიფიანმა და გიორგი მელქაძემ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანი, რომელმაც რუსეთის ნაკრების ფორმით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, თბილისში დაიბადა, მოსკოვში რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, ამჟამად კი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის გამთამაშებელი, ბომბარდირი და ლიდერია.

შესარჩევ ციკლში მან ორჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მესამე შეხვედრა კი ორი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა.

მელქაძემ კი რუსეთის ნაკრების ფორმა 19 მატჩში მოირგო და 2 გოლი გაიტანა, შესარჩევში
კი ბოლო ორ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი რუსეთის დედაქალაქში 1997 წლის 4 აპრილს დაიბადა, მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, შემტევი ნახევარმცველია, "სპარტაკის" 17-წლამდელთა გუნდის კაპიტანი და ბომბარდირიც გახლავთ.

ჩვენი გულისტკივილი იმით იყო გამოწვეული, რომ ელიტრაუნდში მოხვედრის მიუხედავად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და კვალიფიციურ მოთამაშეთა დეფიციტიც გამოჩნდა.

დაინტერესდა თუ არა ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა რუსეთში მოთამაშე ქართველებით?

ამ კითხვით გუნდის მენეჯერ გიორგი კაციტაძეს მივმართეთ.

"ცხადია, ასეთ საინტერესო ფეხბურთელებს ჩვენ თავად ვეძებთ და არც ერთ მათგანს უყურადღებოდ არ ვტოვებთ.

ნიკა ყიფიანსა და გიორგი მელქაძეზე ინფორმაცია უკვე ორი წელია გვაქვს. ვიცით ასევე, რომ ყიფიანის უმცროსი ძმაც ფეხბურთელია, არანაკლებ ნიჭიერი ბიჭია და ისიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში თამაშობს.

რაც შეეხება დაინტერესებას: მე რაც ვიცი, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობია შესარჩევის ციკლის დაწყებამდე ორივე მათგანს ელაპარაკა, რადგან ნაკრებში ორივეს მიწვევა სურდა.

ყიფიანსა და მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში სურთ, მაგრამ ახლა რომ დაგთანხმდეთ, შესაძლოა, რუსეთში პრობლემები შეგვექმნასო და ჩამოსვლაზე თავი შეიკავეს.

მათი კარგად გვესმის, კარგ პირობებში ვარჯიშობენ, ცნობილ კლუბებში თამაშობენ... მოკლედ, პერსპექტივა აქვთ და, ღმერთმა ქნას, დიდი ფეხბურთელები გახდნენ, მერე კი ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მაინც გამოადგებიან.

მთავარია, ამის სურვილი ორივეს აქვს",
- გვითხრა კაციტაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
zan magari bichebia yifiani da melqadzew.mew vamayob ro qartveli var.
levan machitidze
14:04 05-11-2013
0
ესეა ესე ხდება,რაქნან ბიჭებმა იქ არიან ცხოვრობენ,თამაშობენ და უცებ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ ,მე შენ გეტყვი ეხლა საქართველოში არ შეთავაზონ ისეთი პირობები როგორც იქ,ან მარტო პირობებიც ხომარარის,ხალხი ოჯახებითაა წასული და სამსახურებიც აქვთ ალბათ..ესეა..მძიმეა ვითარება..
durmishxan gulua
22:18 03-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული