ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" გაუტანა - "ვიტესმა" ამსტერდამში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-12 ტურში არნემის "ვიტესმა" სტუმრად დაამარცხა ამსტერდამის "აიაქსი" 1:0.

ამ გამარჯვებით ქართველთა გუნდმა გადაასწრო "აიაქსს" და 21 ქულით ლიდერთა შორის დამკვიდრდა. რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვების გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე ვალერი (ვაკო) ყაზაიშვილმა გაიტანა.

მასპინძლებმა მოულოდნელად დაკარგეს ბურთი, ქართველმა ნახევარმცველმა ბურთით საჯარიმოს მისადგომამდე ირბინა, შემდეგ კი ცაციით შორეულ კუთხეში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ყაზაიშვილი 73-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე. ეს მისი მე-3 გოლია ჰოლანდიის ჩემპიონატში.

კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო იყო.
ასევე დაგაინტერესებთ