მან უკრაინული მედიის ყურადღებაც მიიქცია. აი, რა თქვა ქართველმა სატელევიზიო კომენტარში:
"უკვე ერთი კვირაა, რაც "მეტალისტში" ვვარჯიშობ. "ვორსკლასთან" ვითამაშე კიდევაც. ცოტა დავიღალე, რადგან ასეთ ტემპს შეჩვეული არა ვარ.
ბრწყინვალე გარემოა, რადგან "მეტალისტი" ძალიან კარგი გუნდია. აქ საფეხბურთო დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. უნდა შევეჩვიო.
ჯერჯერობით ისევ სინჯებზე ვარ. არ ვიცი, დავრჩები თუ არა, მწვრთნელს უნდა დაველაპარაკო. უკრაინის ჩემპიონატი ძალიან მომწონს", - განაცხადა თოთაძემ.