დავით თარგამაძეს "ლუდოგორეცის" ვარიანტი აქვს, რას იტყვის "შახტარი"?

AutoSharing Option
18 დეკემბერს თბილისს საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ თურქი ბიზნესმენები - აზიზ რეფეტოღლუ და იაშა კულაევი. შესაძლებლობა მოგვეცა, შევხვედროდით მათ და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან თურქულ-ქართულ გეგმებზე გველაპარაკა.

აი, რას ამბობს აზიზ რეფეტოღლუ:

- ჩვენი ფირმა "სან ექსკლუზივ თრეველი" საქართველოში დამკვიდრებას აპირებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში ახალი სიტყვა ვთქვათ.

ჩვენს ფირმას აქვს სამი პროფილი - მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია უზრუნველვყოთ ტურისტის მოხვედრა, ვეხმარებით კლუბებს საზაფხულო და ზამთრის შეკრებების მოწყობაში და ასევე, ხელს ვუწყობთ მოთამაშეებს კარიერის აწყობაში.

- საქართველოში რა გეგმები
გაქვთ?

- უახლოეს მომავალში თბილისში გაიხსნება ჩვენი ოფისი, რომელიც ქართულ კლუბებს დაეხმარება შეკრებების მოწყობაში, დაინტერესდება ფეხბურთელების პრობლემებით. ასევე, ვიმუშავებთ ტურისტული განხრითაც. ოფისის დირექტორი დავით ყენია იქნება.

- ყენიაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?
- ყენია უკვე მრავალი წელიწადია, ფეხბურთშია. მან არაერთი ტრანსფერი განახორციელა. გარდა ამისა, არის ყოფილი სპორტული ჟურნალისტი. მოკლედ, მის გამოცდილებას ვენდობით.

- როგორც ვიცით, განზრახული გაქვთ, რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის პოვნაში დაეხმაროთ...
- ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თურქეთის პირველი ლიგის გუნდებში დავაგზავნით თორნიკე თარხნიშვილის მონაცემებს. თანდათან კიდევ გამოჩნდება ბევრი რამ.

- რომელ ქართულ კლუბებს დაეხმარეთ შეკრების მოწყობაში?
- "ტორპედოს", "ბათუმსა" და "სიონს". ახლა მარტვილის "მერანისთვის" შესაბამისი ხარისხის შეკრების მოსაწყობად ვმუშაობთ. მარტვილელების წარმომადგენლები 5 იანვარს ჩავლენ ანტალიაში და დაათვალიერებენ შეკრების ადგილს.

- რომელ გუნდებთან გაქვთ ურთიერთობა?
- "ყუბანი", "ზარია", "ლეხი" - ეს ის კლუბებია, რომლებმაც ამ ბოლო დროს დაამყარეს ჩვენთან ურთიერთობა. საერთოდ, ანტალია ბოლო წლებში საფეხბურთო ოაზისად იქცა. თავის დროზე იქ საერთოდ არ იყო ინფრასტრუქტურა განვითარებული, ახლა კი ყველაფერი დიდებულადაა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენთან, ანტალიაში ზამთარში შეკრებაზე დაახლოებით 300 გუნდი ჩამოდის. მათ შორის ბოლოს იქ იყვნენ გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები, "შალკე" და სხვები.

- იყო დრო, ქართული კლუბები თურქულ კლუბებს დიდი ანგარიშით უგებდნენ. რამ განაპირობა თურქული ფეხბურთის ასეთი პროგრესი?
- პირველი ის, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა განვითარდა. მეორე ადგილზე დავაყენებდი სწორ აქცენტებს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ თურქეთში ხალხი ფეხბურთზე აფანატებს. ფეხბურთის სიყვარული დედის რძის შერგებისთანავე იწყება იქ.

- მოკლედ გვიამბეთ თქვენ შესახებ...
- თორმეტი წელიწადია, ფეხბურთში ვარ, ახლო შეხება მაქვს თურქულ გრანდებთან.

- საქართველოში, სადაც ფეხბურთი კრიზისშია, ბიზნესმენები შემოსვლას და დამკვიდრებას ერიდებიან. თქვენ რატომ გარისკეთ?
- ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია. მე მჯერა იმ უდიდესი ნიჭის, რომელიც ქართულ ფეხბურთშია.

დავით ყენია:
- ვფიქრობ, კარგი წამოწყებაა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ნდობა.

- თქვენ გოგა გახოკიძესთან ერთად ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში ეხმარებით. ხომ არ არის რაიმე სიახლე ამ მხრივ?
- თორნიკე თარხნიშვილის შესახებ უკვე შეიტყვეთ. ახლა გაძლევთ ექსკლუზიურ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, დავით თარგამაძე უგუნდოდაა. გამოჩნდა ბულგარული "ლუდოგორეცის" ვარიანტი. ამ გუნდს გულშემატკივართა წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

თავდაპირველად დავეკითხეთ ფეხბურთელს. თარგამაძე ამ ვარიანტმა დააინტერესა და გვითხრა, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა.

როგორც იცით, დათო დონეცკის "შახტარის" კუთვნილებაა. პირადად ვესაუბრე დონეცკელთა გენერალურ დირექტორ სერგეი პალკინს. მან მითხრა, რომ კლუბი მზადაა, თარგამაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.

აქვე ისიც ცხადია, რომ დონეცკელები დათოს იაფად არ დათმობენ. მოკლედ, მიმდინარეობს მუშაობა და ვნახოთ, რა როგორ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
აუ იმენა რა როჟები იჩითება აქ ხსენებაში არ არისო ამ სტატიაში თარგამაძე ან ლუდოგორეციო რო კითხო სტატია წაიკითხე ე ბიჭო მე თუ ვნახე და წავიკითხე შენ რატო ვერ ნახე ?
dato
20:08 20-12-2014
0
დავით ყენია:
- ვფიქრობ, კარგი წამოწყებაა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ნდობა.

- თქვენ გოგა გახოკიძესთან ერთად ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში ეხმარებით. ხომ არ არის რაიმე სიახლე ამ მხრივ?
- თორნიკე თარხნიშვილის შესახებ უკვე შეიტყვეთ. ახლა გაძლევთ ექსკლუზიურ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, დავით თარგამაძე უგუნდოდაა. გამოჩნდა ბულგარული "ლუდოგორეცის" ვარიანტი. ამ გუნდს გულშემატკივართა წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

თავდაპირველად დავეკითხეთ ფეხბურთელს. თარგამაძე ამ ვარიანტმა დააინტერესა და გვითხრა, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა.

როგორც იცით, დათო დონეცკის "შახტარის" კუთვნილებაა. პირადად ვესაუბრე დონეცკელთა გენერალურ დირექტორ სერგეი პალკინს. მან მითხრა, რომ კლუბი მზადაა, თარგამაძესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.

აქვე ისიც ცხადია, რომ დონეცკელები დათოს იაფად არ დათმობენ. მოკლედ, მიმდინარეობს მუშაობა და ვნახოთ, რა როგორ იქნება.ეს რა არი აბა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული