შოთა გრიგალაშვილი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება

AutoSharing Option
კვიპროსული "ნეა სალამინას" ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა საზარდულის ოპერაცია გაიკეთა. როგორც შევიტყვეთ, გრიგალაშვილი თავს კარგად გრძნობს და ის მინდორს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება.

გრიგალაშვილი "ნეა სალამინაში" იანვარში გადავიდა "ომონიიდან", სადაც უკვე მოასწრო თავის გამოჩენა, მერე კი დაშავდა და იძულებით უქმობს.

"ნეა სალამინას" სამედიცინო შტაბმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ 28 წლის ნახევარმცველს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებოდა, მაგრამ... არ გამოვიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული