ამერიკული მეიჯორ ლიგის (MLS) ბინადარ ნიუ იორკის "რედ ბულში" გადასვლა თავად არ ისურვა. ასევე უარი თქვა ყაზახეთში, კერძოდ, პავლოდარის "ირტიშში", პოლონურ "ლეგიაში", შვეიცარიულ "ბაზელსა" და ესპანურ "ბეტისში" თამაშზე. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი კლუბის შეთავაზებაც, რადგან იქ კარიერის გაგრძელება აღარ სურს.
ახლა
ცხადია, იბადება კითხვა - უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელი, თან ნაკრების წევრი, ყველას უარით რატომ ისტუმრებს?
როგორც გვითხრეს, გრიგალავას გერმანული სამენეჯერო სააგენტოდან დაუკავშირდნენ და ზაფხულში ბუნდესლიგის ერთ-ერთ კლუბში ჩარიცხვა შესთავაზეს. როგორც ჩანს, ის სწორედ ამ პერსპექტივის გამო იკავებს თავს სხვა წინადადებების განხილვისგან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"