ლეგიონი: ირაკლი სირბილაძის 90 წუთი და ყვითელი ბარათი

AutoSharing Option
ფინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ირაკლი სირბილაძის "კუპსმა" შინ 1:0 მოუგო "ვაასას".

ფინური კლუბის ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა. მატჩის მიწურულს, მე-80 წუთზე, ის გააფრთხილეს კიდეც. ერთადერთი გოლი კი "კუპსის" რიგებში სავოლაინენმა გაიტანა.

სირბილაძის გუნდს ორი მატჩიდან ორი მოგება აქვს და ასპროცენტიანი შედეგით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ გუნდებს თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად, ფინეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი რომ თამაშობს არ იცით თუ არ იმჩნევთ?
სანჩიკა123
12:49 24-04-2015
0
მიდი სიბოოო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული