ჭანტურიას უჩვეულო ყვითელი - გახარებული ქართველი მოედანზე შეიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჭანტურიას "კლუჟმა" რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში შინ 2:1 მოუგო "კონკორდიას". საქართველოს ნაკრების ფორვარდი რუმინული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "კლუჟმა" გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ შეაგდო. სათადარიგოთა სკამზე მყოფმა ქართველმა სიხარულის ემოციები ვერ მოთოკა და გოლის ავტორ თანაგუნდელს ჩაეხუტა. ამის გამო ის მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვუი ათამაშებენ?
0
ყვითელზე ქონდა დადებული? :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული