ალეკო ამისულაშვილი: ალბათ, "ინტერიდან" წავალ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველმა ალეკო ამისულაშვილმა "აზერისპორტს" უთხრა, რომ სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, ბაქოს "ინტერს" დატოვებს.

- რამდენიმე ტურის წინ ყველამ მიულოცა ჩემპიონობა "ყარაბაღს", მათ შორის - "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელმა. არადა, ახლა თუ სამ თამაშს მოიგებთ, "ოქროს მატჩი" გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას...
- სათქმელად იოლია, გასაკეთებლად - რთული. ავიღოთ თუნდაც "გაბალა". ამ გუნდს ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ამას გარდა, უნდა ვითამაშოთ "ყარაბაღთან" და "სუმგაითთან". სირთულეების მიუხედავად, ამის მიღწევა შეგვიძლია.

- უხასიათოდ ხართ. ამას კლუბში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა ხომ არ
განაპირობებს?

- არა, უბრალოდ, ვარჯიში ახლახან დასრულდა და დაღლილი ვარ.

- მოქმედებს თუ არა თქვენზე კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობა?
- არ არის სასიამოვნო, როცა ხელფასს ვერ იღებ. აქ არის ორი არჩევანი: ან უნდა ითამაშო, ან - არა.

- შესაძლებელია, რომ არ ითამაშოთ?
- ამას არ ვიზამთ. სეზონი უნდა ჩავამთავროთ ღირსეულად. მერე ვნახოთ, რა იქნება.

- "ინტერს", ალბათ, აღარ ექნება ძველებური დაფინანსება. თქვენი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება. რას აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი, სად გადავალ, მაგრამ დიდი ალბათობით, გუნდს დავტოვებ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საკუთარ თავის სიკარგეზე და სიკეთეზე ვიზრუნოთ, ბევრათ უკეთესი იქნება, ვიდრე სხვის განქიქებაზე. ვინც ერთი აგური მაინც დადო ზოგადად ქართული საქმის გასაკეთებლად მხოლოდ მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ და არა პირიქით. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდგომში ბატონო კომენტატორებო.
gizog
11:24 20-05-2015
0
კლავიატურის ლომი საკუთარ თავს უნდა უწოდე მე არა.
ჯერ ერთი ეს არასოდეს იყო იმ დონის ფეხბურთელი რო რუსეთის პრემიერლიგის იმ გუნდი ეთამაშა რომელის მეორე ადგილზეა, კრასნოდარი ეხლაა მეორეზე და გადახედე ეს რომ იყო მაშინ სად იყო და კარგი რო ყოფილიყო არ გამოუშვებდენ. კრილიას კაპიტანი რო იყო კი გავარდა ის კრილია უმაგლესი გუნდიდან და ზოგადა შოთა რო არა ეს ხონის იმერეტში წავიდოდა ალბატ ქაისერში რო არ წაეყვანა და კიდე კაცი რომელიც ნაკრებზე უარს იტყვის თუნდაც მწვრთნელტან დაპირისპირების გამო ის უკეტეს გუნდს არც იმსახურებს... და შენ თუ არ გევასები აგარ დამეზინება ამაგამ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული