შეგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი. მისი იჯარა "ვოლინში", სადაც თავი კარგად წარმოაჩინა, სრულდება.
"დიახ, ბევრს ვფიქრობ, სად დავიწყებ მომდევნო სეზონს, თუმცა კონკრეტულად ჯერ არ ვიცი. ახლა კონცენტრირებული ვარ მიმდინარე სეზონზე, რომელიც კარგად მსურს დავასრულო.
ამის შემდეგ "დნიპროს" ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და გავიგებ, რას აპირებენ, რა მელის მომავალში. ჩემი სურვილია, "დნიპროში" დაბრუნება და შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის ბრძოლა.
მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს სურვილზე
29 მაისს, "ვოლინი" უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში დონეცკის "მეტალურგს" მასპინძლობს. 28 წლის კობახიძემ 22 თამაშში 6 გოლი გაიტანა.