მატჩის დასრულების შემდეგ "ლელო" გიორგი ოსიტაშვილს შეეხმიანა:
"ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა. პირველი ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა, მეორე ნახევარში კი მომენტი მომენტზე იქმნებოდა.
სპეციალისტებმა დაწერეს, რომ მეც და ირაკლი სირბილაძესაც კარგი მატჩი გვქონდა. "კუპსის" მთელი შეტევა ირაკლიზეა აწყობილი. ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს გუნდში, ყველა საჰაერო გადაცემა მასზე კეთდება. ერთ-ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა...
მე თავიდან ბოლომდე
"კოოტეპე" ამ სეზონში აღზევდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება არ არის. მაინცდამაინც კარგად ვერ დავიწყეთ ჩემპიონატი, მაგრამ მერე ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ და მდგომარეობა გამოვასწორეთ...
მინდა, ორი სიტყვა ვთქვა საქართველოს ნაკრებზეც. ვნახე გუნდის ბოლოდროინდელი თამაში და ორი აზრი არ არის, რომ ნაკრებს პროგრესი ეტყობა. ვფიქრობ, შედეგიც მალე მოვა.
ნათქვამია, ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზეო და არც მე ვარ გამონაკლისი. ცდას არ დავაკლებ იმისთვის, რომ ერთხელ მაინც დავიმსახურო სანაკრებო შანსი. ეს ჩემი ოცნებაა", - გვითხრა ოსიტაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"