შოთა არველაძე: მე "ტრაბზონიდან" არც არასდროს წავსულვარ

AutoSharing Option
2 ივლისს თურქული ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა "ტრაბზონმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდს 42 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე გაწვრთნის.

შოთას კონტრაქტი ორწლიანია და ის სეზონში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს.

მაშ ასე, 18 წლის განშორების შემდეგ შოთა "ტრაბზონში" დაბრუნდა, ოღონდ ახლა უკვე მწვრთნელის სტატუსით. დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"18 წელიწადი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ, რადგან ვერასოდეს ვერ გავდგებოდი გვერდზე იმ ხალხისგან, ვისაც ძალიან ვუყვარვარ. ამიტომ მე არც არასოდეს წავსულვარ.

ტრაბზონი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია. ჩვენი
გუნდის მიზანი ყოველთვის ნათელია - გამარჯვება".

სხვათა შორის, არველაძემ ჯერ კიდევ სტამბოლის აეროპორტში, ტრაბზონში ჩასვლამდე განუცხადა თურქ ჟურნალისტებს, რომ მას "ტრაბზონთან" მოლაპარაკება არც სჭირდება.

ჟურნალისტის კითხვაზე - შეუთანხმდით თუ არა "ტრაბზონს", ქართველმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ ეს დაახლოებით 25 წლის წინ მოხდა.

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებისთვის "ტრაბზონი" უკვე ახალ მწვრთნელთან ერთად დიუსელდორფში გაფრინდა. გუნდი ჰოლანდიურ არნემთან დაბანაკდება.

9 ივლისს შოთას გუნდს "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი სტეფან მბიაც შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კაცს როგორც ფეხბურტელს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ როგორც მცვრტნელის რა მოგახსენო,უკვე ორი გუნდი კავდა და ორივესში ....
pirdapiri
04 ივლისი 2015 11:33
0
ცაგეკვანა შენი ძმები ისინი აქ ზალიან ცუდათ დაამთავრებენ
zaza
04 ივლისი 2015 08:24
0
შოთა დამახსოვრე შენ ამ გუნდს მწვერვალზე აიყვან!!! 10 000 ვდეებ რო შოთა თურქეთის ჩემპიონატს მოიგებს და ეურო ტუნირებზეც სერიოზულ წარმატებას მიახწევს ტრაბზონთან ერთად :) ამ ყველაფერს 2 სეზონში მაქსიმუმ
საფეხბურთო იღბალი
03 ივლისი 2015 21:33
0
წარმატებებს გისურვებ შოთა და ძალიან გამიხარდება თუ კარგ შედეგს დადებ. მე პირადად მეამაყება რომ თურქეთის ერთ-ერთ ძლიერ გუნდში ქართველი იმუშავებს.ეს ჩვენი ფეხბურთისთვის მხოლოდ კარგის მომტანია.
quTAISELI
03 ივლისი 2015 21:07
0
:D:D მეტი რა გზაა,გეთანხმები ძმაო!ტრაპზონი მითუმეტეს არ აპატიებს არაფერს!!!ისე,თავის მაფიოზა ძმებს მაინც არგავს ,მე ესე მგონია,შოთის მიმართ არ მაქ ცუდი დეამოკიდებულება,რასაც თავის გაქექილ ტყუპისცალსა და ქლესა,ბიუჯეტიჭამია უფროს ძმაზე ვერ ვიტყოდი....
roma-s
03 ივლისი 2015 20:40
0
გაუგებარია რა მოსწონთ ამ ვითომ მწვრთნელის, ორი გუნდი ხომ დააქცია თურქეთში, ეხლა ამასაც იგივეს დამართებს და მერე მიხვდებიან რა მწვრთნელიც არის.
555
03 ივლისი 2015 18:33
0
შოთა,იცოდე უკვე დროა შედეგი დადო,თორემ შენ დაგდებენ ქონიან ლაფართქაზე და ვეღარასდროს გაიმართები წელში,გისურვებ წარმატებებს>
ROMA
03 ივლისი 2015 18:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული