გიორგი პაპუნაშვილი ბრემენშია... "ვერდერმა" ტრანსფერი დღეს უნდა გამოაცხადოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ბრემენშია, სადაც "ვერდერში" მის ტრანსფერს წერტილი უნდა დაესვას.

თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია - გარიგებას მხოლოდ გერმანული კლუბის ოფიციალური დასტურიღა აკლია.

გიორგიმ თავისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე უკვე დადო ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის ბრემენის "ვეზერშტადიონზე" იმყოფება. პაპუნაშვილი "ვერდერისა" და "სევილიის" ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. მატჩი გერმანული კლუბის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

დიდი ალბათობით, "ბრემენელ მუსიკოსებში" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დღეს უნდა დადასტურდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერაფერი გავიგე, ანუ ისინი თავიდანვე თანახმა იყვნენ და ჩვენ ვაჯანჯლებდით, ასე არა??? :))
ნუკრი
16:19 27-07-2015
0
50 პროცენტით ყოფილა საქმე "მოგვარებული," ჩვენ თანახმა ვართ, გერმანელები ჯერ არა
რომანი
14:24 27-07-2015
0

სიახლეები პოპულარული