"დინამოსა" და გერმანულ "ვერდერს" შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სეზონიდან ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" შემადგენლობაში ითამაშებს.
სატრანსფერო კონტრაქტი მოიცავს სასყიდლიან იჯარას, გამოსყიდვის უფლებას", - წერს "დინამოს" "ფეისბუკ-გვერდი".
"ვერდერის" ოფიციალური საიტის მიხედვით, პაპუნაშვილი არა ძირითად გუნდში, არამედ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.
"ქართველი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს გუნდში, გამოსყიდვ
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გიორგიმ არჩევანი ჩვენზე შეარჩია. ის 19 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილია. მას უკვე ნათამაშები აქვს საერთაშორისო მატჩები, ევროპალიგის შეხვედრები, ეროვნული ნაკრების მატჩიც. ის იმ ტიპის ფეხბურთელია, მეტოქე მცველებს პრობლემებს რომ უქმნის, ჩვენ კი მეტ შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა 23-წლამდელთა გუნდის დირექტორმა ტიმ ბოროვსკიმ", - წერს "ვერდერის" საიტი.
შეგახსენებთ, რომ ბრემენის "ვერდერის" მეორე გუნდი III ბუნდესლიგაში თამაშობს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავის გამოჩენის შემთხვევაში, პაპუნაშვილს ბუნდესლიგაში თამაშის შანსიც გაუჩნდება.
პორტუგალიის ბიუჯეტს ლამის ტრანსფერებიდან შემოსავლები ავსებენ, საკმაოდ ღარიბი პორტუგალია (ევროპული საზომებით) საჭიროდ და მიზანმიმართულად აფინანსებს ფეხბურთს და პორტუს და ბენფიკას წლიური სალდოები კიდე მოგეხსენებათ ყველას. არც ახალგაზრდა ნიჭიერები აკლიათ, არც სანახაობა და არც ტრანსფერებიდან შემოსული მილიონები
რაღაცა დადებითი კეთდება, თქვენ ენის ტარტალის და კრიტიკის მეტი არაფერი იცით. საღოლ მასე გააგრძელეთ!