გადაწყდა: გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას უგუნდოდ ყოფნას წერტილი დაესვა - Sportall.ge-მ სანდრო წყაროსგან შეიტყო, რომ გიორგი ხვალ, 19 სექტემბერს დილით, რუსეთში გაემგზავრება და სამარის "კრილია სოვეტოვთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიორგი ლორიას ამ ტრანსფერის განხორციელებაში წვლილი საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად საფეხბურთო მენეჯერ ლევან სილაგაძეს მიუძღვის.

რუსეთის პრემიერლიგის კლუბში 29 წლის ქართველი მეკარის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდა, თუმცა აქამდე პრობლემა რუსეთის ვიზა და იქ მუშაობის უფლება იყო.

შეგახსნებთ, რომ გიორგი ლორიამ გასული
სეზონი ოფი-ში გაატარა, შემდეგ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყვიტა.

რაც შეეხება "კრილია სოვეტოვს", რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 8 მატჩის შემდეგ გუნდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ მეორე მეკარედ მიდის თან ერთწლიანი კონტრაქტი რა არის?
monaco
13:27 19-09-2015
0
სგსგ შენ და შენს აგენტებს(თუ გყავს...)!!! ოლიმპიაკოსიდან ღრუსულ ჭ კლუბში მოხვედრას დიდი მოხერხება უნდა...
სახელი
01:41 19-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული