გიორგი ჭანტურია: მე დავბრუნდი, მოძულეებო!

AutoSharing Option
გერმანული "დუისბურგის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ "პადერბორნთან" სადებიუტო მატჩის შემდეგ კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

ჭანტურიამ მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "დუისბურგს" სადებიუტო მატჩში გატანილი გოლით პირველი გამარჯვება მოუტანა.

"ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გავიტანე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

გუნდმა კარგად ითამაშა. მინდა, მადლობა ვუთხრა გუნდს და გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვქომაგობდნენ", - განაცხადა ჭანტურიამ.

თავის დებიუტს ჭანტურია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა:

"რა დღეა! ჩემი
პირველი სადებიუტო მატჩი მეორე ბუნდესლიგაში! პირველი გოლი! პირველი სამი ქულა გუნდისთვის! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! (მე დავბრუნდი, მოძულეებო)"

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ყმაწვილი უდაოდ ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი, ნაკრებში რომ გამოიძახეს მაშინ გამიკვირდა კაი ღიპუცუნა რომ ჰქონდა(ჩვენთან ხომ ყველაფერი მოსულა) თუ შენ თავზე იმუშავებ გიორგი მაშინ ითამაშებ, ვერშეძლების ბოღმა მოიშორე და მიიხედმოიხედე, ქინქლაძის მაგალითი ყველასათვის საჩვენებელი უნდა იყვეს თუ როგორ არ უნდა გაფლანგო ნიჭი.
ერთი წლის მერე გნახავ შედეგით, არადა.....
ზაალი.
24 ოქტომბერი 2015 15:13
0
წონა უნდა დაიკლო ვაჟკაც და იმდენი მოახერხო რომ 90 წუთი ირბინო და აი მერე ნახავ შენი გამჩერებელი სტადიონზე ტამაშის წესების დაცვით არ მეგულება, მაგრამ რად გინდა ეზარება, ეზარება და ეზარება
მამუკ
24 ოქტომბერი 2015 13:45
0
ათასში ერთი ხდება, როცა ასეთი ფსიხიკისა და აზროვნების ფეხბურთელი უმაღლეს შედეგს აღწევდეს, მიუხედავად თანდაყოლილი ნიჭისა, რომელიც მას აქვს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. რა მოძულენო, რის მოძულენო..... კარგი რა გიორგი, კარგი...........
goka
20 ოქტომბერი 2015 17:46
0
და სად დაბრუნდი ბარსელონასში გაზრდილო ბიჭო,,მაქსიმუმ ორი თვე ისევ დაიკარგები,აგერ მე და აგერ გერმანია
simartle
17 ოქტომბერი 2015 18:08
0
ეეე ბიჭო გიორგი, გოლი , გოლი და კიდევ გოლი გაგვახარე აქაური და იქაური საქართველო
იპოლიტე ხვიჩია
11 ოქტომბერი 2015 12:59
0
გვიხარია როცა ასე თამაშობ. შეგვძულდები თუ იზარმაცებ. სულ ასე გაგვახარე
ირაკლი ქუთაისელი
10 ოქტომბერი 2015 19:50
0
ასე იმიტომ ლაპარაკობს, რომ თავის დაკარგულ დიდი შანსშე ბრაზდება. იცის სად იყო და სად არის. ცუდი თვისებაა, როდესაც ასეთ შემთხვევაში არა მონდომება და მაქსიმალური ბეჯითობა-პროფესიონალიზმი არამედ ბოღმა ჩნდება.
გამოფხიზლებას და წარმატებებს ვურურვებ. დრო კიდევ აქვს და ნიჭი არ აკლია.
gh
10 ოქტომბერი 2015 13:59
0
და რაო ვის სძულს, ვინ არ გაიხარა არ გაიხარა ამ ნიჭიერი კაცის სიკეთით

თუ ტიპიური ქართული ვარიანტია, თვითონ რო იგონებს სხვებისგან სიძულვილს, კარგი გზაა თავის გამოსაჩენად

ვის არ უხარია ამ ნიჭიერი კაცის სიკეთე
sidzulvili
09 ოქტომბერი 2015 10:01
0
კარგია ეს ახალგაზდური ამბიცია და შემართება ეგრეც არი საჩირო ფეხბურთელი დიდი მიღწევებისტვის უნდა იქაჩებოდეს
Zviad
08 ოქტომბერი 2015 14:39
0
მიდი გიო მიაწექი, მაგრამ თავში რ აგივარდეს!
kosta
07 ოქტომბერი 2015 21:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული