ერთი ასეთი მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართა. Hamburger Auswahk Fussball მიუნხენის გუნდს შეხვდა. ჰამბურგელთა გუნდი კაპიტნის სამკლავურით მოედანზე გაიყვანა ნიკა ფურცელაძემ, რომელზეც "ლელო" მცირე ხნის წინათ წერდა.
მატჩი 2:2 დასრულდა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი გოლით გამოიჩინა. მატჩი გულშემატკივრებისთვის დახურული იყო, რადგან მას საგანგებოდ ესწრებიან მხოლოდ მწვრთნელები, სკაუტები და მედიის წარმომადგენლები.
სასიამოვნოა,
ნიკა რომ საუკეთესოდ აღიარეს, ამით მის კარიერაში შეიძლება გადამწყვეტი ეტაპიც დაიწყოს. ცხადია, ის ელოდება, რომ რომელიმე კლუბიდან დაუკავშირდებიან.
"ლელოს" ინფორმაციით, გერმანიაში მოთამაშე ქართველს პროფესიული კონტრაქტის გაფორმება მეორე ბუნდესლიგის კლუბმა უკვე შესთავაზა და ეს ინფორმაცია გუშინ თავადაც დაგვიდასტურა. თუმცა ის იმედოვნებს, რომ ბოლო შერჩევების შემდეგ, შესაძლოა, უფრო საინტერესო კლუბშიც მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ფურცელაძე გერმანიაშია გაზრდილი და 2012 წელს ჰამბურგის რეგიონის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის მე-3 ადგილზე დაასახელეს. 2010 წელს კობა ჟორჟიკაშვილმა ის 17-წლამდელთა შეკრებაზე მიიწვია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"