ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდია: "გენკიდან" წასვლა ჩემი ინიციატივაა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ბელგიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "გენკი" სეზონის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ტრანსფერზე სამი ფეხბურთელის დაყენებას აპირებს. მათგან ორი ქართველია - ლუკა ზარანდია და თორნიკე ოქრიაშვილი.

Sportall.ge ლუკას ბელგიაში დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა.

"კლუბის მიერ ტრანსფერზე ჩემი დაყენების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება იმიტომ, რომ გუნდიდან წასვლა ჩემი პირადი ინიციატივა იყო.

თამაში საერთოდ არ მიწევდა, მწვრთნელი შანსსაც კი არ მაძლევდა და რისთვის დავრჩე-მეთქი აქ?

ამიტომ ჩემი აგენტი შეხვდა გუნდის წარმომადგენლებს, ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ
რეალური შემოთავაზება მექნებოდა, წავიდოდი.

"გენკთან" კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს და თუ რამე ვარიანტი არ გამომიჩნდა, ამ კლუბში სეზონის ბოლომდე ვიქნები", - გვითხრა ლუკამ.
ასევე დაგაინტერესებთ