თემურ ქეცბაია: აპოელ-ში აუხსნელი რამ ხდება

AutoSharing Option
3 იანვარს კვიპროსის ჩემპიონი აპოელ-ი შინ მოულოდნელად დამარცხდა "დოქსასთან" - 1:2. სტუმრებმა ბოლო წუთზე პაულინიოს პენალტით მოიგეს. ახლა თემურ ქეცბაიას გუნდს 17 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და მხოლოდ მე-4 ადგილზეა. კვიპროსში რეგულარული სეზონის (ანუ 26 ტურის) შემდეგ ზედა ექვსეული ცალკე გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

თამაშის შემდეგ ქართველმა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ, პრაქტიკულად, ვაგებთ ისეთ თამაშებს, რომლებიც თეორიულად უნდა მოვიგოთ. მაგრამ ჯერ არ ყოფილა ერთი მატჩიც კი, რომ სულ მცირე, ერთი ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყო ტრავმირებული.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა
ხდება. აუხსნელი რამ ხდება, მაგრამ ჩვენ წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს. აპოელ-ი დიდი გუნდია და მან იცის, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში.

ვფიქრობ, როცა ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოძვრება", - თქვა ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე.

* * *
თამაშის შემდეგ სტადიონზე ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს აპოელ-ის პრეზიდენტი პროდრომოს პეტრიდესი.

პეტრიდესმა ღამე კლინიკაში გაატარა. მის სანახავად ღამით მივიდნენ თემურ ქეცბაია და აპოელ-ის ახალი სპორტული დირექტორი ტოცა სამპურისი, რომელსაც უკავშირებენ კიდევაც მომავალ ცვლილებებს გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სტატიის ავტორი იწყებს თავის ნაშრომს ძალიან მაგრად "მხოლოდ მე-4 ადგილზე"... უბრალოდ მე-4 ადგილზე რომ დაგეწერა არა ? რაღაც 3 ქულა აშორებს მეორე ადგილამე შე დალოცვილო ოდა ისე ხატავ სიტუაციას გეგოენება ბოლოდან მეორეზე იყოს... მოკლედ აქ არ ასვენებდით ამ კაცს და აპოელში მაინც დააცადეთ მუშაობა და სავარუდოდ მისი წარმატება .. შენც იგივე გზაზე დაგაყენებს და კიდევ მრავალს რაც აპოელის პრეზიდენტს პატივცემულ პროდრომოს პეტრიდესს მოუწია თამაშის შემდეგ :)
dave
05 იანვარი 2016 10:42
0
სიმართლე-ს. თუ მასეა, მაშინ მაგ სიმართლით გევლოს შენ და მთელ შენს ჯიშსა და ჯილაგს, თუ საერთოდ გაგაჩნია ასეთი. მოკლედ იმ კაცის.... ბოლომდე, ვისაც სხვისი ცუდი უხარია. საერთოდ კი, წიწლილებს შემოდგომაზე ითვლიან.
ნაღდი სიმართლე
05 იანვარი 2016 09:47
0
მოხვედით სვავებო? :))))))))))
მიდით ახლა ლანძღეთ მთელი სულით და გულით, მიდით, არ მოგერიდოთ.
კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დავლინკავდი, მაგრამ როგორც ვიცი ამ საიტის კომენტარებზე ლინკები არ გადის, ადმინი შლის რატომღაც. მოკლედ:
1. აეკი - 42 ქულა;
2. ანორთროსისი - 38 ქულა;
3. აპოლონი - 36 ქულა;
4. აპოელი - 35 ქულა;
მგონი ხვდებით, არა? პირველ ადგილთან 7 ქულას აგებს, ხოლო მეორესთან მხოლოდ 3-ს. ეს თქვენ კატასტროფა გგონიათ? გადახედეს ევროპის სხვა ჩემპიონატებს და ნახავთ, რომ 10 და 12 ქულიანი ჩამორჩენები აღმოფხვრეს გუნდებმა, ზოგმა კი მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ქეცბაიამ წააგოს და თქვენ იქვე ხართ. ცხრილი და მატჩის დეტალები მაინც გენახათ, აპოელს 95-ე წუთზე გაუტანეს პენალტი, 95-ე წუთზეეე.... ეს სრულიად შემთხვევითი წაგება იყო, მაგრამ ვიცი არ დამეთანხმებით, იტყვით, ხომ წააგო რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ აქვე "იჭრებით", რადგან ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და რა დღეში ხართ? შედეგი უნდა შეაჯამო სეზონის დასრულებისას და არა შუაში.
აპოელი თამაშებს რომ იგებდა მაშინ ჩუმად იყავით, მაგრამ დაეწყო უიღბლო სერია და თქვენც ეგრევე გამოჩნდით, .... სასტავი :)))))))))
ქეცბაია არის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში ჯერ უკეთესი არ ჩანს. თქვენ თუ ცხადაძე უკეთესი მწვრთნელი გგონიათ ძალიან ცდებით. კახიც ძალიან მიყვარს და შოთიც, მაგრამ შოთი კახიზე უკეთესი მგონია (შეგნებულად არ ვახსენებ ტრაბზონსფორის ისტორიას, მე სვავი კი არ ვარ).
ცნობისთვის, ქეცბაიას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი გუნდი ყავს გაყვანილი, ამ ფაქტს ვერსად გაექცევა ვერავინ, მას რომ ვინმე ქართველი მწვრთნელი გაუტოლდეს მინიმუმ იგივე მაინც უნდა გაიმეოროს და მერე ვიკამათოთ ვინ ვის ჯობია :)
გულშემატკივარი
05 იანვარი 2016 09:36
0
აცალეთ კაცს სულის ამოხდენა რა
ალიკა
04 იანვარი 2016 19:44
0
ნერვოზი კი არა კაცს გული გაუხეთქა და ქეცბაიას კომენტარი იყო "სოსო"მ რაც დაწერა)))
maxo-s
04 იანვარი 2016 18:00
0
სადაც ქეცბაიაა იქ პრობლემებია.მოკლედ აუტანელი კაცია.არადა ხალხს მაგრად უყვარდა როგორც ფეხბურთელი
სიმართლე
04 იანვარი 2016 17:28
0
დამართა ნევროზი იქაც ხალხს. იძახე ეხლა ფეხბურთელები არ მყავსო მანდ თუ დაგიჯერებენ
maxo
04 იანვარი 2016 17:12
0
აქედანაც იმასუქნეს და იქედანაც რომ იმასქნეს და ფეხბურთი იცით ვაბშე რაა,იქდან რო დოუვლი და აქედან რომ დაგხვდება და გააიმასქნებ ეგაა რა
soso
04 იანვარი 2016 17:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული