პოლონელების ლოდინს ნაღდი ვამჯობინე - გიორგი ნავალოვსკი რუსეთში ბრუნდება

AutoSharing Option
გიორგი ნავალოვსკი კარიერას ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" გააგრძელებს. ეს ამბავი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გუშინ თავად გვითხრა. 29 წლის მცველი დიდხანს იმედოვნებდა, რომ კარიერას ევროპაში გააგრძელებდა, მაგრამ...

იყო ლაპარაკი ვარშავის "ლეგიასა" და არნემის "ვიტესზე". ორივე ტრანსფერი გამოირიცხა - პოლონეთში ლეგიონერზე ლიმიტმა შეუშალა ხელი, ჰოლანდიურ კლუბში კი იაპონელი მოთამაშე აიყვანეს.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეს შემდეგ შესაძლო ვარიანტად პოლონეთის ექსტრაკლასას სხვა კლუბს სთავაზობდნენ, მაგრამ არც ეს ვარიანტი გამოვიდა...

"პოლონურ შანსს დღემდე ველოდები. ამასობაში კი რეალური
და კონკრეტული წინადადება ხაბაროვსკის "სკა ენერგიიდან" მივიღე. პოლონელებს რომ ველოდო და რუსეთის ვარიანტიც ხელიდან გავუშვა, ამ შემთხვევაში საქართველოში დარჩენა მომიწევს...

მოკლედ, რეალური ვარიანტი ვამჯობინე. ევროპაში თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. აქ დარჩენა კი არ მსურს.

"სკა ენერგიასთან" ჯერ კონტრაქტზე არ მილაპარაკია. კლუბის ხელმძღვანელი სერგეი ფელდმანი თბილისში იმყოფებოდა, მაგრამ მისი აქაური მეგობარი ავად გახდა და დალაპარაკება ვეღარ მოვასწარით. თუმცა, ეს პრობლემა არ არის, შევთანხმდებით და ერთ ან ორწლიან ხელშეკრულებას გავაფორმებ", - ამბობს ნავალოვსკი.

გიორგი არ მალავს, რომ მისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი აღმოჩნდა:

"ნამდვილად მეგონა, რომ სანაკრებო თამაშების შემდეგ ევროპაში წავიდოდი, მაგრამ ქართველი მოთამაშეების მიმართ ინტერესი იმდენად მცირეა, მიკვირს.

ეტყობა, ასაკიც თავისას შვრება - 29 წლის ვარ და, ალბათ, ამის გამოც მერიდებიან. ურჩევნიათ, ახალგაზრდა იყიდონ და მერე უფრო სარფიანად გაყიდონ.

გულს ის მიმშვიდებს, რომ რუსეთის პირველი ლიგა სულაც არ არის დაბალი დონის და იმედია, ნაკრებს ისევ დავეხმარები".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კახა ალადაშვილი დარჩა, გოჩა ხოჯავამ კი გუნდი მცირე ხნის წინათ დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმმ დღეს მომასწრო ქართული კკლუბები ნაკრების ფეხბურთელებს რომ ინარჩუნებდნენ და რუსეთის პირველი ლიგა არ გვართმმევდეს
0
ნავალკა არც შენ გაქ კაი დრო ახალგაზრდებო იშრომეთ ბევრი თანამედროვე ფეხბურთი 29 წლის ასკში არ მთავრდება პირველ რიგში პაპუნაშვილმა გააკეთოს დასკვნები აიღოს მაგალითი იბრადან
lado
15:27 11-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული