"ქინქლაძე საკულტო ფიგურაა - "სიტის" ფანებმა საუკეთესოები დაასახელეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Goal.com-ის კორესპონდენტმა სემი ლიმ გადაწყვიტა, "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო 20 ფეხბურთელი შეერჩია. ამისთვის მან "სიტის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვის თვლიან ისინი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ყველა ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდები, მეტწილად, გუნდის მოქმედ ფორვარდ სერხიო აგუეროზე აკეთებენ არჩევანს, "სიტის" სტაჟიანი გულშემატკივარი კი ქართველ გიორგი ქინქლაძეს ასახელებს.

"გიორგი ქინქლაძე - ნამდვილი საკულტო ფიგურა. ის "სიტიში" 1995 წელს თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა და 1998 წლამდე ითამაშა. მისი სათამაშო სტილით და ლამაზი გოლებით "სიტის" გულშემატკივარი დიდ
სიამოვნებას იღებდა", - წერს კორესპონდენტი ქართველზე, რომელმაც მის მიერ შედგენილ ოცეულში მე-19 ადგილი დაიკავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისში იგივე გამოკითხვა საიტმა manchestereveningnews.co.uk-მა ჩაატარა და მაშინ გულშემატკივართა 68,2%-მა "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძე დაასახელა.

კორესპონდენტის საუკეთესო ოცეულში პირველი ადგილი სერხიო აგუერომ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც ყიფიანის თამაში ახსოვს, ის ქინქლაძეს პირველ ფეხბურთელად არ დაასახელებს. ყიფინი და მისი დინამო მოედნზე ბოლომდე იხარჯებოდნენ, ესენი კი, იყვნენ ვარკვლავბიჭუნები და იმადვე დარჩნენ.
ასე რომ ძაანაც ნუ გაიგიჟებთ თავს :დ
მანჩესტერ–სიტი თუ არა ეგეც არ იყოს ახლა რეალი ან ბარსელონა, ან თუნდაც იუნაიტედი და ა.შ...
Lado
13 თებერვალი 2016 12:29
1
ქინქლაძე მართლაც უძლიერესი ფეღბურთელი იყო.და ძალიან მიკვირს რომ სიტიზე მაგარ გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ყველაზე მაგარი მაინც დავით ყიფიანი იყო
guram
13 თებერვალი 2016 06:40
0
აუ ეს როდინდელი გამოკითხვაა,,გამოგელიათ ინფორმაციები თუ რახდება...ზაფხულში ალბათ ვაკოს რო ჩინური გუნდი იწვევდა იმას გაიხსენებთ
ucxoplaneteli
12 თებერვალი 2016 18:46
0
ქინქლაძე თავის თაობაში, უდავოდ გამორჩეული იყო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის (და არამარტო...) ყველა დროის, ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი და საუკეთესოც, დავით ყიფიანი იყო!
ჯიჯი
12 თებერვალი 2016 17:47
0
გიორგი ქინქლაძე იყო, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალაანტის მქონე ფეხბურთელი, მაგრამ...... მხოლოდ ცალკეული გამონათებები. მისი პროფესიისადმი "პროფესიული" მიდგომა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს განსაკუთრებით აიაქსში გამოვლინდა, სადაც სრული კრახი განიცადა. მოკლედ....
ako
12 თებერვალი 2016 17:26
0
არ მოგწყინდათ არ შემდგარ გენიოსებზე, ვარსკვლავებზე წერა? იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებს უყვებოდეთ როგორ მიაღწია ვიღაცამ თავისი შრომით მაღალ შედეგებს ისევ ერთი და იგივე დაკარგული ტალანტები - ქინქლაძე, ასათიანი, ჯანაშია, ხიზანიშვილი და კო. ნუკრი კაკილაშვილის სინდრომი აღარ უნდა დამთავრდეს, 30 წლამდე პერსპექტიული ფეხბურთელი რომ იყო და მერე უცებ ვეტერანი გახდა?
jondo
12 თებერვალი 2016 14:50
0
ლადო არც ფეხბურთი იცი სრულფასოვნად რას ნიშნავს და არც ქვეყანა თორე ასეთ საოცრებას და მეტიც დასაცინ სიტყვებს არ იტყოდი. გიორგი ქინქლაძე ჩემი და ალბათ ყველა ჩემი თაობის ბავშვის მისაბაძი მაგალითი იყო (რათქმაუნდა საფეხბურთო თვალსაზრისით). ჯერ მარტო ამდენი ადამიანის სიყვარული და ტაში დაიმსახურე და მერე ილაპარაკე ქვეყნისთვის გამოსადეგობაზე. იმ სიბნელეში გიოს, შოთის, ქეცბას, ჯამარას და კიდევ ბევრი სხვა ფეხბურთელის თამაშები თუ გვინათებდა ბავშვობას. გარდა ნაკრებმა რომ მისი თაობის დროს მიაღწია ნეტე ეხლა ვაღწევდეთ იმდენს (მიახლოებულს მაინც) და მან რომ ის 10 წელიწადი ითამაშა ნეტა ბევრი თამაშობდეს მასე. მართალია ხასიათი და შრომისმოყვარეობა არ ჰქონდა პროფესიონალის და ამის გამო დღემდე იტანჯება. მას საქართველოსათვის გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ვიდრე ბევრ სხვა ფეხბურთელს, სპორცმენს, პოლიტიკოსს თუ ეკონომისტს. ამაში დამეთანხმება ყველა ვისაც გიოს თამაშისთვის ერთხელ მაინც უყურებია და ის ჯრუანტელი განუცდია როცა მცველებს პირდაღებულს ტოვებდა.
dadu
12 თებერვალი 2016 14:50
0
ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი იყო, ერთი სიამოვნება იყო მისი თამაშის ყურება
burusa
12 თებერვალი 2016 14:45
0
ხალხო ნუ ხართ ბოღმიანი და შურიანი. ჩვენი კი არა ნიჭიერება სხვისიც უნდა დააფასო. გიო იყო ნამდვილი ტალანტი მაგრამ არა შრომისმოყვარე, რადგან მაგას რომ მეტი ეშრომა ეხლა სხვა სიმაღლეზე იქნებოდა.
თემო
12 თებერვალი 2016 14:24
0
გიო გამოუსედეგარი კი არა იმ პერიოდის საქართველოს უმაგრესი ფეხბურთელია და დაუვიწყარი წუთები აჩუქა ქართველ ხალხს, უბრალოდ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და ამის გამო მასზე მეტად გული არავის არ წყდება. გაუმარჯოს გიორგი ქინქლაძეს!
ssss
12 თებერვალი 2016 14:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული