ირაკლი კლიმიაშვილი ქართველების წინააღმდეგ გამოსცადეს

AutoSharing Option
მახაჩყალის "ანჟიში" სინჯებზე მყოფმა ირაკლი კლიმიაშვილმა დაღესტნელთა რიგებში მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. "ანჟის" მეტოქე უნგრული "დიორი ეტო" იყო. მატჩი მახაჩყალელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"ანჟის" შემადგენლობაში კლიმიაშვილმა და ნუკრი რევიშვილმა თითო ტაიმი ითამაშეს " რევიშვილი ძირითადში იყო გამწესებული, კლიმიაშვილი კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. "დიორის" რიგებში რატი ალექსიძემ სასტარტოში ითამაშა, თემურ შარაშენიძე და ლაშა თოთაძე კი თამაშში, შესაბამისად, 51-ე და მე-60 წუთიდან ჩაერთვნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული