თუ "დუისბურგი" ვერ მოიგებს, უკვე შეუძლია მესამე ლიგაზე იფიქროს.
"ამ შემთხვევაში გუნდში შემადგენლობა კარდინალურად შეიცვლება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბევრს კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
მეორეც, მთავარი ვარსკვლავების, ვიქტორ ობინას და გიორგი ჭანტურიას შენარჩუნების ფინანსები "დუისბურგს" არ ექნება", - წერს საიტი.