ასათიანი სამეულს გეგმავს

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე ვლადიკავკაზის "ალანია" გაანადგურა, რაშიც თავისი წვლილი მალხაზ ასათიანმაც შეიტანა – რკინიგზელთა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის შემდეგ ასათიანმა განაცხადა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"ისევე როგორც ყველა გამარჯვების შემდეგ, ახლაც კარგ განწყობაზე ვარ. მიხარია, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთYდა დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენი პროგრამა-მინიმუმ პრემიერლიგის საუკეთესო სამეულში შესვლაა. მართალია, "ზენიტი" დიდი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინაა. ქულებს თუ სტაბილურად დავაგროვებთ, პიტერელებს აუცილებლად დავეწევით", - ამბობს ასათიანი.

13 ტურის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატს
"ზენიტი" 33 ქულით ლიდერობს, მეხუთე ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" კი 21 ქულა აქვს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი სულ ესე ბაზრობენ მარა ჩემპიონობამდე ბევრი უკლიათ!
dato
17:40 19-07-2010
0

სიახლეები პოპულარული