ჭანტურია მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და "ემპოლის" მაისურს უსახსოვრებს.
კითხვების მიღება 29 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს. რომან ჭანტურია მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 30 აპრილს უპასუხებს.
გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვა არ უნდა აღემატებოდეს 30 სიტყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შემოკლდება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა რომან ჭანტურიას.
20 წლის
ჭანტურიას სხვადასხვა დროს ჰქონდა სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მან "ემპოლიში" დარჩენა გადაწყვიტა და არც ნანობს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას სულ მალე ექნება დებიუტი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს და პრესტიჟულ ლიგაში.