ლეგიონი. რუსეთი: ნუკრი რევიშვილის მოგება, საბა კვირკველიას ფრე

AutoSharing Option
7 მაისს რუსეთის პრემიერლიგის XXVII ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის გუნდმა "მორდოვიამ", რომელმაც სტუმრად კრასნოდარში "ყუბანი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა "მორდოვიამ" ამ სეზონში პირველად მოიგო სტუმრად, წაუგებელი სერია კი ოთხ მატჩამდე გაზარდა.

სტუმართა კარს მთელი მატჩის განმავლობაში რევიშვილი იცავდა. მიმდინარე სეზონში პირველად მიეცა თამაშის საშუალება კობახიძეს, რომელიც მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა.

"მორდოვიას" 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს "უფასთან" იყოფს.

საკუთარ მოედანზე ქულას
დასჯერდა საბა კვირკველიას გუნდი "რუბინი". ყაზანელებმა "კრასნოდარი" მიიღეს და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

"რუბინი" 32 ქულით ცხრილში მე-10 ადგილზეა.

ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც დედაქალაქურ დერბიში "დინამოს" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული