ლეგიონი გუშინ: ლიპარტიამ გაიტანა, ლომაიამ პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
11 მაისს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა თასსა და ჩემპიონატში.

უკრაინის თასის გათამაშების ნახევარფინალში "ზორიამ" შინ 2:0 მოუგო "დნიპროს". პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული. ასე რომ, "ზორია" ფინალშია. გამარჯვებულთა რიგებში მეცხრე წუთზე ჯაბა ლიპარტიამ გახსნა. ის 50-ე წუთზე შეცვალეს. "დნიპროს" რიგებში 87-ე წუთზე გამოჩნდა სანდრო კობახიძე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე ნახევარფინალში "შახტარმა" 2:0 დაამარცხა "ოლექსანდრია". პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. წაგებულთა შორის არ უთამაშია დავით თარგამაძეს. "შახტარის" განაცხადში არ ყოფილა გიორგი არაბიძე.

* * *
რუსეთის ჩემპიონატში "რუბინმა" შინ 1:2 წააგო "ანჟისთან".
ყაზანელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ.

"კრილია" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "კრასნოდართან". სამარელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა მეკარე გიორგი ლორიამ.

ასეთივე ანგარიშით სარანსკის "მორდოვიამ" შინ 0:3 წააგო "ზენიტთან". ნუკრი რევიშვილი 62-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო.

* * *
ჩეხეთის ჩემპიონატში "სლავიამ" გასვლაზე 3:1 მოუგო "პრშიბრამს". გამარჯვებულთა შორის 74-ე წუთზე გამოჩნდა ლევან ყენია.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში აზალ-ი შინ "ზირას" დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ნუგზარ კვირტიამ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" შინ 2:1 აჯობა ლენქორანის "ხაზარს". "ინტერს" გიორგი ლომაიამ უკაპიტნა. გამოცდილმა ქართველმა მეკარემ პენალტი მოიგერია. მის მსგავსად ძირითადში იყვნენ ნიკა კვეკვესკირი და ლაშა კასრაძე, ლაშა სალუქვაძე სათადარიგო იყო, ზურაბ ხიზანიშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
დანიის ჩემპიონატში "ორჰუსმა" მათე ვაწაძის გარეშე 5:1 გაანადგურა "ესბიერგი". პოლონეთის ჩემპიონატში "პოგონმა" შინ 3:2 მოუგო "კრაკოვიას". ლადო დვალიშვილმა გამარჯვებულთა შორის 88 წუთი ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
kaxa-s:getanxmebi megobaro,namdvilad sainteresoa ratomar iwveven.sul ziritadshia,asakiani araa,ukrainis chempionati nagdad jobia im zalian bevr chempionats sadac qartvelebi tamashoben (uprosworad satadarigoshi zian)ravici nagdad sainteresoa
0
რატომ არ იწვევენ ლიპარტიას ნაკრებში საკვირველია.
kaxa
12:57 12-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული