ვაკო ყაზაიშვილი: "აიაქსი"? რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა...

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ვაკო ყაზაიშვილი მომავალი სეზონიდან სახელგანთქმული ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჰოლანდიურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კომენტარისთვის თავად ყაზაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

"ბოლო დროს ჩემს შესაძლო ტრანსფერზე ათასგვარი ხმა ისმის. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მირეკავდა და "აიაქსში" გადასვლას მილოცავდა.

ასეთი კლუბი რომ მიწვევდეს, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა. შესაძლოა, ინტერესი არის და "ვიტ
ესში" არაფერს მეუბნებიან...

მაგრამ არათუ 3-წლიანი კონტრაქტი არ გამიფორმებია, არამედ ამსტერდამიდან პირადად არავინ დამკავშირებია. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი უსაფუძვლოა", - ამბობს ყაზაიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
საიდან ამხელა ბოღმა ხალხო
Piter boshi
18 მაისი 2016 18:50
0
რამ გაგაბოროტათ ხალხო, რა გჭირთ რა შურით ივსებით კარგს, რომ წერენ ფეხბურთელზე ეგრევე ლაძღავთ რა ყო თქვენ ვერ მიაღწიეთ ვერაფერს და სხვისი არ გიხარიათ? რას ნიშნავს ვერ გაქაჩავს, რომელი ხართ ამ ფეხბურთის ასეთი ანალიტიკოსები კლავიატურის ლომებო, ესე მაგრა თუ გესმით სპორტი მიდით goal.com ან La Gazzetta dello Sport-ში იმუშავეთ.
me
18 მაისი 2016 16:42
0
ეხლანდელი აიაქსი რით არის ვიტესსე გაცილებით მაღალი დონს კლუბი? ამ ორ წელიწადში სამჯერ გაუტანა აიაქსს ვაკომ რატო გგონიათ რომ ვერ გაქაჩავს ნახეთ აიაქსის შემადგენლობა 18 წლის გამოცუდელი ბიჭები არიან ძირითადში და ვაკო ვერ გაქაჩაცს?????!!! რა სისულელეა
გიორგი
18 მაისი 2016 16:27
0
რა აიაქსი ტიპს სისწრაფე საერთოდ არა აქვს, აიაქსი კი სწრაფ მოტამაშეებზე აკეთებს აქცენტს, ამის მაქსიმუმი ვიტესია...
HOO
18 მაისი 2016 15:38
0
ცუდია! ასწორებს აიაქსი!
გაგა
18 მაისი 2016 13:53
0
აიაქსის ნაცვლად აღმოჩნდება ერთ ერთ ჩინურ კლუბში.......ეჰ ქართული ფეხბურთი საით მიექანება
zura
18 მაისი 2016 13:50
0
ვაკო არ არის აიაქსის დონის ფეხბურთელი და მისი გადასვლა არ არის მიზანშეწონილი. რომც გადავიდეს, სათადარიგოთა სკამიდან ადგომა არ უწერია. თავის დროზე ქინქლაძე იბრძოდა ძირითადისთვის და ახერხებდა თამაშს თუმცა არ ჰქონდა გარანტირებული 11 კაცში მოხვედრა. ერთადერთი ქართველი ვინც აიაქსს გამოადგა - შოთა არველაძეა, ხოლო ვაკო ჯერ მის დონემდე არ არის მისული.
პეტრე
18 მაისი 2016 13:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული