"დუისბურგი" ქართველი მესის იმედად" - DFB გიორგი ჭანტურიაზე

AutoSharing Option
დღეს გერმანიაში გიორგი ჭანტურიას "დუისბურგს" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს (21:10-ზე ჩვენი დროით) - II ბუნდესლიგაში დასარჩენ პლეი ოფში "ზებრები" III ლიგის წარმომადგენელ "ვიურცბურგერ კიკერსს" ხვდებიან.

ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა. საპასუხო მატჩი დუისბურგში იქნება.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ვებგვერდზე მატჩის ანონსში წერია, რომ "დუისბურგის" მთავარი იმედი გიორგი ჭანტურიაა:

"ვიურცბურგის" ლიდერი უდავოდ ელია სორიანოა. იტალიელი ზამთარში გადავიდა ამ კლუბში "შტუტგარტერ კიკერსიდან" და უკვე 8 გოლის გატანა მოასწრო.

სტუმართა ლიდერი კი გიორგი ჭანტურიაა, რომელიც "დუისბურგს" ოქტომბერში შეუერთდა. ჭანტურია ნელ-ნელა გახდა კლუბის უმნიშვნელოვანესი
ფეხბურთელი. 33-ე ტურში მისმა გოლმა "დუისბურგს" ქულა მოუტანა, ხოლო ბოლო ტურში ჭანტურიას გოლით "დუისბურგმა" იმარჯვა და უკვე აღარ გვიკვირს, რატომ ეძახიან 23 წლის ფეხბურთელს ქართველ მესის. ჭანტურიას გადაბირება უკვე რამდენიმე კლუბს სურს", - წერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებსაიტი.

90min.com-ი მატჩის მთავარ დუელებზე წერს, რომელთაგანაც გამოსარჩევია ჭანტურიასა და მასპინძელთა მცველის, პეტერ კურცვეგის დუელი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ucxoplaneteli -ს შენ მგონი მართლა უცხოპლანეტელი ხარ ,ჯერ ერთი ერთი კი არა ოტხი გაიტანა ...ბევრჯერ კიდევ სხვას გაატანინა... რა აცრილიხარ ჭანტურიაზე ? შენიანის წარმატება თუ არ გახარებს ვინ ხან ერთი ამიხსენი ?!დიახ ეი,ედენათ ჭანტურას და Aრის კიდეც მასე ....
emzar Duisburg
01:35 21-05-2016
0
აგებს 1-0 ამ დროისთვის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული