"აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს"

AutoSharing Option
აზერბაიჯანში სტუმრად მყოფმა შოთა არველაძემ, რომელიც იქ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. შოთას სიტყვებმა, რომელიც გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა, აზერბაიჯანის საფეხბურთო წრეებში ზოგიერთის უკმაყოფილება გამოიწვია:

"ჩვენი ფედერაციები კვლავაც მეგობრობენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. იმედია, ერთადაც ვივლით განვითარების გზით. ჩვენ ფინანსური კუთხით ჩამოვრჩებით და ამის გამო ინფრასტრუქტურა ისეთი არ გვაქვს, როგორიც თქვენ, მაგრამ, ნურავინ მიწყენს და, ფეხბურთის თამაში საქართველოში უკეთესად ეხერხებათ, ვიდრე აზერბაიჯანში. ასე იყო ოდითგან და არც დღეს შეცვლილა რამე".

არველაძის ნათქვამს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის
აღმასკომის წევრი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ყაზბეგ ტუაევი გამოეხმაურა:

"ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ასეთ სულელურ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს.

საქართველოში ფეხბურთის განვითარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აზერბაიჯანში და რაღაცაში წინ წავიდნენ. მათ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებსაც ვიცნობდი. როდესაც თავად ვთამაშობდი, ჩვენი ფეხბურთი ერთ დონეზე იყო. როცა აქ ტარდებოდა მატჩი, ჩვენ ვიგებდით, როცა საქართველოში - ისინი.

დღეს კი ამ ორი ქვეყნის ფეხბურთის შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს. ბაქოში ლამის ქართველი ფეხბურთელების ნახევარმა ითამაშა. ჩვენ მათ განვითარებაში ვეხმარებით", - თქვა ტუაევმა, რომელიც ფეხბურთს 1959-72 წლებში თამაშობდა და იყო სსრკ-ის ნაკრების წევრიც.
მკითხველის კომენტარები / 24 /
დინამო–ნეფტჩის სტატისტიკა ასეთია:ჩემპიონატში 52თამაში,25 მოგება 16 ფრე,11 წაგება,ბურთები 75 – 48.თასზე 5 თამაში, 3 მოგება 2 წაგება,ბურთები 9 – 6.ნეფტჩის აქტივშია ერთადერთი მესამე ადგილი 1966 წელს.სულ მაჩანჩალა იყო და სულ უმაღლესში დარჩენისთვის იბრძოდა,სხვა მიზანი არასოდეს ქონია,თვითონ ტუაევი ეთნიკურად ოსია,როცა თამაშობდა მახსოვს მისი გამონათქვამები,თავს ადარებდა სლავა მეტრეველს და მასზე ნაკლებ ფეხბურთელად არ მიაჩნდა საკუთარი თავი
დავითი
23 მაისი 2016 18:37
0
"ყაზბეგ"-ებს(ამ სახელს აზერბაიჯანელები არ ატარებენ!) არ უყვართ საქართველო და უფრო მეტიც... თუმცა, ბაქოს 'ნეფთჩ" როდის იყო დინამოს დონის და ერთი-ორი გამონაკლისის (ბანიშევსკი და ...) გარდა, კარგ ფეხბურთელს ვერც ვიხსენებ. ვარსკვლავებზე რომ არაფერი ვთქვათ. ქართული ფეხბურთი რომ აზერბაიჯანულზე მეტია, საკამათო კი არა, დასაფიქრებელიც არაა!
ყაზბეგ, შე არააზრბაიჯანელო! :)))
23 მაისი 2016 18:18
0
ვაი ამის პატრონს! ისე ჩემპიონატი კი მაგათი ჯობია დღესდღეობით, მაგრამ ეს სულაც არ არის აზერბაიჯანელი ფეხბურთელების დამსახურება სიმართლე რომ ითქვას ფული აქვთ და ლეგიონერებით იძეძგებიან
შაკო
23 მაისი 2016 17:37
0
ვაა არველაძის "დიპლომატიურმა" განცხადებამ გამაოცა!
folad bulbul-ogli
23 მაისი 2016 17:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული