ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Sport5: ბუბა დაუშვილი კარიერას ისრაელში, "ბნეი-საჰნინში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლვოვის "კარპატის" ყოფილი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს.

როგორც sport5.co.il-ი იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბ "ბნეი-საჰნინთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბნეი-საჰნინი" ისრაელის რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობს, წინა სეზონი კი მე-5 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის დაუშვილი სეზონის დასრულებისთანავე, ლვოვის "კარპატიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა.