გიორგი გველესიანი "ვოლინში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" ცოტა ხნის წინ წასული გიორგი გველესიანი უკრაინულ "ვოლინში" ვარჯიშობს. მოკლე ხანში გაირკვევა, დარჩება თუ არა 25 წლის მცველი უკრაინულ კლუბში.

როგორც Sport Arena იტყობინება, გველესიანმა უკვე ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც "ვოლინი" ავსტრიულ "შტურმთან" 1:2 დამარცხდა.

წყაროს ცნობით, ალბათობა იმისა, რომ გველესიანს "ვოლინი" დაიტოვებს, დიდია. შეგახსენებთ, რომ "ვოლინამდე" ქართველი ლვოვის "კარტაპში" ვარჯიშობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბსა და მის შორის თანამშრომლობა არ შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული