ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მამუკა კობახიძემ "ნეფტეხიმიკის" შემადგენლობაში პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის მორიგი, მე-4 ტური გაიმართა და ჩემპიონატში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მამუკა კობახიძემ "ნეფტეხიმიკის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი შინ 1:0 მოუგო "ხიმკის".

23 წლის კობახიძე "რუბინმა" რამდენიმე კვირის წინ გაანათხოვრა "ნეფტეხიმიკში", სადაც ქართველმა მცველმა მეორე მატჩი ითამაშა. "ნეფტეხიმიკი" 4 თამაშიდან 7 ქულით მე-7 ადგილზეა.

ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს (გუჯა რუხაია, ედუარდ ბულია, დიეგო მალანია, გურამ თეთრაშვილი, ნიკა ჩხაპელია, თემურ ბუკია), მაგრამ ყველა რუსეთის მოქალაქეა.

ასევე დაგაინტერესებთ