ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გუშინ რამდენიმე "ქართულმა" გუნდმა ითამაშა.

ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" გასვლაზე დაუზავდა კვიპროსულ აეკ-ს - 1:1. შეხვედრის 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი შეაგდო. მოწინააღმდეგის მთელი დაცვა გააბითურა და გადაუგდო ბურთი კვიპროსელთა მეკარეს. ჯანო "სახალხო გუნდის" დამრიგებელმა დმიტრი ალენიჩევმა 72-ე წუთზე შეცვალა. მის ნაცვლად თამაშში რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აზერბაიჯანის "გაბალა" საფრანგეთში დაუზავდა ადგილობრივ "ლილს" - 1:1. "გაბალას რიგებში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა. სწორედ
მისი პასით გახსნა ანგარიში 13-ე წუთზე აზერნაიჯანული კლუბის უკრაინელმა ლეგიონერმა ვერნიდუბმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლტავის "ვორსკლა" ზაგრებში ფრედ ეთამაშა ხორვატულ "ლოკომოტივს" - 0:0. ხორვატთა წინააღმდეგ უკრაინული გუნდის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

ჩეხეთში "სლავია" პორტუგალიურ "რიო ავეს" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 81 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა შუახაზელმა, ლევან ყენიამ.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "მაკაბიმ" გასვლაზე 3:1მოუგო რუმინულ "პანდურიის" და პრაქტიკულად გაინაღდა ევროპალიგის პლეი ოფის საგზური.

შედგა თემურ ქეცბაიას დებიუტი აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბერძნულმა კლუბმა გასვლაზე ფრედ, 0:0 ითამაშა საფრანგეთში, "სენტ ეტიენთან", რაც სავსებით მისაღები შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ყოჩაღ ჯანო, კარგი გოლი გაიტანე ნამდვილად!
გისურვებ გაიბრწყინო ამ სეზონში ისე, როგორც ამას შენგან ელიან.

ისე ვიტყვი, რომ კარგით რა, ცოტა თავშეკავებულები ვიყოთ ჩვენის და ჩემის შეფასებაში ხალხო, კარგი გოლია ნამდვილად, მაგრამ შედევრი არ არის, არ გვინდა ეს ზედმეტები საკუთარის შეფასებაში, ნუ გცივარდება სისხლი თავში ეგრევე, ცოტა თავმდაბლობაც ვისწავლოთ სპორტშიც და ყველაფერშიც... იმიტომ ვართ ეგეთ დღეში...
ლევანი
29 ივლისი 2016 10:38
0
ყოჩაღ შესანიშნავი გოლი. წარმატებები.
გოგა
29 ივლისი 2016 10:35
0
მართლაც რომ ბრავო ჯანო! წელს 10 ასეთი გოლის გატანას გისურვებ. ძალიან გაგვახარე ქართვეელი ხალხი ამ გოლით. შენი გვჯერა და აბა შენ იცი.
kika
29 ივლისი 2016 08:49
0
ჯანო მაგარ ხოდზეა საღოლ ეგრე გააგრძელე და წარმატებები
algeti
29 ივლისი 2016 06:21
0
Jano ikneb evropis Romel karg chempionatshi gadaxvide
kutaisi
29 ივლისი 2016 05:24
0
...სადა ხართ ჯანოს ბოღმით მოქილიკეებო?!:)
murtalo
29 ივლისი 2016 02:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული