Marca: "სევილიამ" გიორგი აბურჯანია, სავარაუდოდ, მეორე გუნდის გასაძლიერებლად აიყვანა

AutoSharing Option
Marca გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკიდან" "სევილიაში" ტრანსფერს გამოეხმაურა:

[ექსკლუზივი] კონტრაქტი შეთანხმებულია - გიორგი აბურჯანია 4 წლით "სევილიაში"!

"ხიმნასტიკში" გატარებული ნახევარი წლის შემდეგ გიორგი აბურჯანია "სევილიამ" აიყვანა, სავარაუდოდ, "სევილიას" მეორე გუნდის გასაძლიერებლად, რომელიც ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს.

21 წლის ნახევარმცველი "ნასტიკში" კვიპროსული "ანორთოსისიდან" მივიდა", - წერს ესპანური გაზეთი.

"სევილიას" მეორე გუნდი "ატლეტიკო სევილია" სეგუნდა დივიზიონში ახლახან გადავიდა. მას დიეგო მარტინესი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, აბურჯანია "სევილიასთან" 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ის "სევილიას" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდება. აბურჯანიამ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. ეს უახლოეს ხანებშია მოსალოდნელი. 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული