"ყოველთვის კრიტიკული ვარ, ახლა კი განსაკუთრებით კრიტიკული შემიძლია ვიყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ასეთი მატჩი წავაგეთ.
ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. უნდა ვისწავლოთ თამაში მაშინ, როცა ვაგებთ. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ასეთ დროს. ეს არც საქართველოს და არც რუსეთის ჩემპიონატია, სადაც პირველი გატანილი გოლის შემდეგ მატჩი მოგებული გაქვს", - ციტირებს კაშიას gelderlander.nl-ი.
აქვე გეტყვით, რომ "ვიტესი" აღნიშნულ შეხვედრას იგებდა, რის