საბა კვირკველია: გპირდებით, თუ წავედი, "რუბინზე" ბევრად მაგარ გუნდში წავალ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია, რომელიც ბოლო სეზონებში "რუბინის" მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად იყო, ახალი სეზონის სასტარტო ოთხ ტურში არათუ ძირითად შემადგენლობაში, განაცხადშიც კი არ ჩანს. ყაზანელთა კლუბის გენერალური დირექტორის თქმით კი, რამდენიმე მცველი აგვისტოს ბოლოს გუნდს იჯარის წესით დატოვებს, ზოგიერთი კი - სამუდამოდ...

დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში კვირკველიამ განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა და ის კვლავ ვერ მოხვდებოდა ყაზანელთა განაცხადში, მაშინ კლუბის
დატოვებაზე იფიქრებდა. მომდევნო 2 ტურში საბა კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა...

- "რუბინის" განაცხადს მიღმა ჩემი დარჩენა სხვა რაღაცის ბრალია..."

"ჯერ გუნდთან ერთად ვარ და კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი. ვნახოთ, უახლოეს დღეებში, ალბათ, შემხვდება კლუბის ხელმძღვანელობა და დავილაპარაკებთ, ოღონდ ეს საუბარი ჩემ დარჩენაზე იქნება თუ წასვლაზე, არ ვიცი.

თუ მითხრეს, რომ კლუბს ვჭირდები, დავრჩები, მაგრამ თუ "რუბინი" არ უყვართ და შედეგი არ უნდათ, წავალ, უგუნდოდ ნამდვილად არ დავრჩები.

გპირდებით, თუ წავედი, "რუბინზე" ბევრად მაგარ გუნდში წავალ", - გვითხრა კვირკველიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რომ მიყურებია ბევრჯერ ამ ბიჭზე დიდი ნაგდათ არაფელია და ვერცერთ ევროპულ ექვსეულის გუნდში ვერ გაქაჩავს ეს გმერთმა წარმატება უსურვოს მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვ რაფელია დიდი ეს და რომ იყოს ნახეთ ამის შეცდომები ნაკრებში და კლუბშიც 60 თამაშიდან 15 თამაშს ითამაშებენ და ეგრევე არიქა მაგარია კაით რა
goga
22 აგვისტო 2016 23:36
0
"ჯიჯი"–ს (და "lado"-საც) "ვაბშჩე", სხვის უზრდელობაში დამუნათებას, ქართულად ისწავლოთ წერა (და კითხვაც) ქართველებო, უკეთესი იქნება და ამ "ჯიჯი"– საც შეშვი რა (დავიჯერო არსად შეგიმჩნევია?)! ვხვდები, რომ მოგწონს, მაგრამ იქნებ სხვა მონახო რამე! საბა კვირკველია კი მონახავს გზას, როგორმე და ღმერთმა ხელი მოუმართოს!
jiji
22 აგვისტო 2016 17:04
0
ჰოდა წადი მაშინ საბა, ნუღარ აყოვნებ..რუბინში ნუ დაბერდები
!!!
22 აგვისტო 2016 16:37
0
წარმატებები)საბა)
ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა აბსოლიტური უმრავლესობა ზის სკამზე ნუ რა შედეგი გინდათ მართლა არ მესმის?)
ჩემპიონატი დააფინანსეთ რო გაძლიერდეს ჩვენი დონე თამაშის თორე ამ ლეგიონერების იმედად საუკუნეა ვართ და 0 შედეგი )
ika
22 აგვისტო 2016 16:14
0
მე ვერ ვხვდები აქამდე რას ელოდები. მოვიდა 31 აგვისტო, მაინცდამაინც 31 ში უნდა ელაპარაკო მაგ ხელმძღვანელობას? ხომ ხედავ არ გათამაშებენ, წადიიიიი წაადდიიიი სადმე, ეგრე როგორ უნდა იჯდე მარტივად. უკეთეს გუნდში გადახვალ თუ უარესში, მთავარია გადახვიდე სადმე.
al
22 აგვისტო 2016 16:09
0
დათა ვაბშე არ დაწერო კომენტარი არ გირჩევნია.უზრდელო
lado
22 აგვისტო 2016 14:39
0
დათა,უზრდელი ხარ.ვაბშე არ დაწერო კომენტარი არ გირჩევნია?
ჯიჯი
22 აგვისტო 2016 14:38
0
რა შუაშია ბარსა? ბევრი კარგი ჩემპიონატის საშუალო გუნდში თავისუფლად დაიმკვიდრებს თავს. შენი კომენტარიდან ისეთი აზრი მრჩება, სერთოდ არ გიყურებია ამ ბიჭის თამაშისთვის.
დათა-ს
22 აგვისტო 2016 14:22
0
საბა შენ რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო ხარ, წადი იმ გუნდიდან, თუნდაც ქვეყნიდან და ითამაშებ უკეთეს ჩემპიონატში, შენ ნებისმიერ ევროპის გუნდსი შედძლებ თავის დამკვიდრებას, მოშორდი იმ რუბინის ღორს!
giorgi
22 აგვისტო 2016 13:59
0
ეხლა შენც, ბარსაში არ წახვიდე რა,
დათა
22 აგვისტო 2016 13:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული