დღეში ორჯერ ვვარჯიშობ - როდის შედგება აბურჯანიას დებიუტი "სევილიაში"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილიას" ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას ახალ კლუბში დებიუტი სანაკრებო პაუზის შემდგომ ექნება. ამის შესახებ Sportall.ge-ს თავად ფეხბურთელმა განუცხადა.

აბურჯანიას, რომელსაც ესპანეთში სამუშაო ვიზის მიღებაზე მცირე პრობლემები შეექმნა, საკმაო ხანი არ უვარჯიშია და ახლა ორმაგი დატვირთვით ვარჯიშობს.

21 წლის ფეხბურთელის თქმით, მის დებიუტს სეგუნდა დივიზიონის გუნდ "სევილია ატლეტიკოში" არც მომდევნო ტურში უნდა ველოდოთ.

"25 დღეა არ მივარჯიშია, ამიტომ სათამაშო ფორმის აღსადგენად ახლა ინდივიდუალური პროგრამით დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. ამ ვარჯიშების მიზანი და აზრი მოსამზადებელ პერიოდში ფიზიკურად მოძლიერებაა.

საჭიროა, რომ
სრული სეზონისთვის სათანადოდ მოვემზადო - გულ-სისხლძარღვთა სისტემაც და კუნთებიც მწყობრში უნდა იყოს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა შემდგომი სეზონის განმავლობაში არ იჩინოს თავი.

ასე რომ, ჯერ მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ, რომელიც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამიცდა, "სევილიაში" დებიუტი კი ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ მექნება", - გვითხრა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამ მატჩისთვის გუნდში აბურჯანიაც იხმო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველმა ფეხბურთლემა ორჯერ კი არა საერთოდ არ უნდა გავიდეს მოედნიდან, ფეხბურთის გაგნებაში არ არის არც ერთი
giorgi
23 აგვისტო 2016 12:28
0
ცუდია ამდენი უთამაშებელი ფეხბურთელი რომ ემთხვევა ავსტრიასთან მოახლოვებულ მატჩს.მწვრთნელმა კარგად უნდა შეარჩიოს ავსტრიასთან ძირითადი შემადგენლობა.
bebeto
23 აგვისტო 2016 12:25
0
ძალიან უნდა მოინდომო, იშრომო და წარმატება აუცილებლად მოვა!
Dinamo
23 აგვისტო 2016 10:14
0
ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ...გამომიჩნდნენ პროფესორები...
status quo
23 აგვისტო 2016 09:37
0
ესენი ჩვენ გვაბოლებენ მგონიყოველდგე მევტამასობ გასარტობატ ნაკრების კანდიტატი იზახის არ მიტამაშიაო
შოთა გუგეშაშვილი
23 აგვისტო 2016 07:50
0
ციხეში ვარჯიშობს ხალხი და ეს სად იყო ასეთ ადგილზე 25 დღეს რომ ვერ ივარჯიშა. რაღაც შეცდომა, ალბათ გუნდთან ერთად არ უვარჯიშნია.
გიორგი
22 აგვისტო 2016 23:20
0
ვაი ჩვენს პათრონს..ვაი მართლა ვაი.. 25 დხის გამოტოვებით პეხბურთი რო თამაშდებოდეს ყველა ფეხბურთელი იქნებოდა ძმაო.ჩვენ გვინდა ისეთი პეხბურთელები ათამაშონ რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და თავის გუნდებში თამაშობს არ გვინდა წელიწადში ერთხელ რო ხედავს მოედანს ისეთი ფეხბურთელები მეც ვზივარ კომბიუტერთან აგერ,პეხბურთს ვერ ვთამაშობ ძმაო იმიტომ რომ დაჯბომით მარტო ჭამაა შესაზლებელი. ბოხმა რა შუაშია აქ, ცალი თვალით ხო არ უყურებ ამ ფეხბურთს შე დალოცვილო. .
amera
22 აგვისტო 2016 22:39
0
ეგრე ანანიძესაც გაუცდა 2 კვირა და ბევრ კიდევ სხვას .მე მჯერა მისი პროფესიონალიზმის ამიტომ ეს ბოღმა ხალხი ქშ აქედან .თქვენ იქნებოდით ის ხალხი ფეხბურთის აკრძალვას რო ითხოვდით და ესპანეთან მოგების მერე კომენტარებს რო შლიდით..წარმატებები საქართველოს ნაკრებს
vai tqvens patrons
22 აგვისტო 2016 22:04
0
აქეთ გაგვიკეთა საგოლე პასი ამ დალოცვილმა თამაში და ახლა 25 დღეა არ უთამაშია და ისევ ძირითადში ითამაშებს იმიტომ რომ სევილიაში ირიცხება.მოთხოვე ამას ახლა თამაში/
amera
22 აგვისტო 2016 21:43
0
25 დღეა არ მივარჯიშიაო და ნაკრებში ეძახიან? საოცრება პირდაპირ... ჯერ იურა იარაბეკს გაუშვებენ, მერე ვაისსაც მიაყოლებენ ცოტა ხანში.
ქომაგი
22 აგვისტო 2016 19:38
0

სიახლეები პოპულარული